მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 18

1და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

3მსგავსად საზღვართა მათ ქუეყანისა ეგჳპტელთაჲსა, რომელთა შორის დამკჳდრებულ იყვენით თქუენ, ეგრე არა ჰყოთ და მსგავსად სლვისა მის ქუეყანისა ქანანელთაჲსა, ვიდრე-იგი შეგიყვანნე თქუენ მუნ, არა ჰყოთ და შჯულსა მას მათსა არა ხჳდოდით.

4სამართალთა ჩემთა ჰყოფდით და ბრძანებათა ჩემთა იმარხევდით და ვიდოდეთ მათ შინა: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

5და დაიმარხენით ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და მშჯავრნი ჩემნი და ჰყოფდით მათ. რომელმან ყუნეს იგი კაცმან, ცხონდეს მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

6კაცი-კაცი ყოველივე თჳსსა ჴორცსა არა მოუჴდეს გამოცხადებად სარცხჳნელისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

7სარცხჳნელი მამისა შენისაჲ და სარცხჳნელი დედისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ დედაჲ შენი არს, და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მათი.

8სარცხჳნელი მამისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი მამისა შენისაჲ არს.

9სარცხჳნელი დისა შენისაჲ არა გამოაცხადო მამით, ანუ დედით, შინაგან ნათესავისაჲ, რომელი განსრულ იყოს გარე, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.

10სარცხჳნელი ასულისა ძისა შენისაჲ, გინა თუ ასულისა წულისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი შენი არს.

11სარცხჳნელი ასულისა მამისცოლისა შენისაჲ, ზოგადისა მამისაჲ არს, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.

12სარცხჳნელი მამისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი მამისა შენისაჲ არს.

13სარცხჳნელი დედისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი დედისა შენისაჲ არს.

14სარცხჳნელი მამისძმისა შენისაჲ არა გამოაცხადო და ცოლსა მისსა არა მოუჴდე, რამეთუ ნათესავი შენი არს.

15სარცხჳნელი სძლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ ძისცოლი შენი არს და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი, ასული ძისა მისისაჲ და ასული წული მისი არა მოიყვანნე გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.

16სარცხჳნელი ძმისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი ძმისა შენისაჲ არს.

17სარცხჳნელი ცოლისა და ასულისა მისისაჲ არა გამოაცხადო, ასული ძისა მისისაჲ და ასული ასულისა მისისაჲ არა მოიყვანო გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.

18და ცოლად დაჲ მისი არა მოიყვანო მოშურნედ, გამოცხადებად სარცხჳნელი მისი მის თანა ცხორებასა მისსა.

19და დედაკაცსა განშორვებასა არაწმიდებისა მისისასა არა მოუჴდე გამოცხადებად სარცხჳნელისა მისისა.

20და ცოლისა მოყუსისა შენისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მისა.

21და ნათესავისა შენისაგან არა მისცე მსახურებად იგი მთავარსა და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

22და წულისა თანა არა დასწვე საწოლითა დედებრითა, რამეთუ საძაგელ არს.

23და ყოველისა თანა ოთხფერჴისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მის თანა და დედაკაცი არა დადგეს მოსლვად მის ზედა ყოველივე ოთხფერჴი და მამლობად, რამეთუ საძაგელ არს.

24და ნუ შიეგინებით ამას ყოველსა შინა, რამეთუ ამას ყოველსა შინა შეიგინნეს წარმართნი, რომელნი მე განვასხნი პირისაგან თქუენისა, რომელთაგან შეიგინა ქუეყანაჲ.

25და მივაგე მას სიცრუჱ მისი ამისთჳს, და მოიწყინა ქუეყანამან დამკჳდრებულნი მისნი მას ზედა.

26დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და არა ჰყოთ ამათ ყოველთაგანი საძაგელთაჲ მსოფლელმან, და რომელი მოსრულ იყოს მწირი, თქუენ შორის.

27რამეთუ ყოველივე ამას იქმოდეს საძაგელსა კაცნი ქუეყანისანი, რომელნი უპირადეს იყუნეს თქუენსა, და შეიგინა ქუეყანაჲ.

28და რომელმან არა მოგიძაგოს თქუენ ქუეყანამან შეგინებითა მით მისითა თქუენ მიერ, ვითარცა-იგი მოიძაგნა უწინარესნი თქუენსა.

29რამეთუ ყოველმან, რომელმან ყოს ესრეთ, მოისპენ სული იგი, რომელთა ყონ, ერისაგან თჳსისასა.

30და დაიცუნეთ მცნებანი ჩემნი, რათა არა ჰყოფდეთ უშჯულოებათა მათგან საძაგელთა, რომელნი იქმნეს უწინარეს თქუენსა და არა შეიგინნეთ მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.


წინა თავი შემდეგი თავი