მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 19

1და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2ეტყოდე შენ კრებულსა მას ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ, უფალი ღმერთი თქუენი.

3კაცად-კაცადსა მამისა თჳსისა და დედისა თჳსისა ეშინოდენ და შაბათნი ჩემნი დაიმარხენით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

4არა შეუდგეთ თქუენ კერპთა და ღმერთნი გამოდნობილნი არა ჰქმნნეთ თქუენ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

5და უკუეთუ შეწიროთ შესაწირავი ცხორებისაჲ უფლისა ღმრთისა, სათნოჲ შეწირეთ თქუენ.

6და რომელსა დღესა შესწიროთ, იჭამენ ხვალისაგანცა და რომელი დაშთეს მესამედ დღემდე, ცეცხლითა დაიწუნ, უკუეთუ ჭამით იჭამოს დღესა მესამესა, უკლველი არს, არა შეიწიროს.

7ხოლო რომელმან ჭამოს იგი, ცოდვაჲ თავისა თჳსისა მოიღოს, რამეთუ სიწმიდე უფლისა ღმრთისა შეაგინა და მოისპნენ სულნი იგი.

8რომელთა ჭამონ ერისაგან მათისა და რომელთა მომკონ სამკალი იგი ქუეყანისა მის თქუენისაჲ, არა მოასრულოთ სამკალი იგი თქუენი ქუეყანისა თქუენისაჲ მომკად.

9და რომელი დაცჳოდის სამკალისა თქუენისაჲ, არა შეჰკრიბოთ.

10და ვენაჴსა შენსა არა შეიქცე მეორედ მოხილვად და არცაღა მარცვალი ვენაჴსა შენსა აღკრიბო, გლახაკთა და მწირთა დაუტევო იგი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

11არა იპარვიდეთ და არცაღა სტყუოდით, ნუცა ცილსა შესწამებნ კაცი მოყუასსა თჳსსა.

12და არა ჰფუცვიდეთ სახელითა ჩემითა ნაცვლად და არა შეაგინოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

13არა ავნო მოყუასსა შენსა და არცაღა მო-რაჲ-სტაცო. და ნუცაღა დაადგრებინ სასყიდელი მორეწისაჲ შენ თანა განთიადმდე.

14არარაჲ ბოროტი ჰრქუა ყრუსა და წინაშე ბრმისა არა დასდვა საცთური და გეშინოდენ უფლისა ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

15არა ჰქმნეთ ცრუ სარჩელსა შინა, არცა თუალ-ახუნე გლახაკსა, არცა თუალ-ახუნე პირსა ძლიერისასა სიმართლით განსაჯო მოყუასი შენი.

16არა ხჳდოდი ზაკჳთ ნათესავსა შორის შენსა, არა შეერთო სისხლსა მოყუსისა შენისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

17არა გძულდეს ძმაჲ შენი გონებითა შენითა, მხილებით ამხილო მოყუასსა შენსა და არა მოიღო მისთჳს ცოდვაჲ.

18და არცა შური იძიოს ჴელმან შენმან და არცა ძჳრი იჴსენო ძეთათჳს ერისა შენისათა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

19შჯული ჩემი დაიმარხეთ, საცხოვარი შენი არა შეაყო სხუასა მეუღლედ და ვენაჴოვანსა შენსა არა სთესო თითოფერი თესლი და სამოსელი ორთაგან ქსოვილი რეული არა შეიმოსო.

20და უკუეთუ ვინმე დაწვეს დედაკაცისა თანა საწოლითა თესლისაჲთა, და იგი იყოს მჴევალი თხოვილ კაცისა, დაჴსნით არა ჴსნილ იყოს და განთავისუფლებულ არა იყოს, მოხედვაჲ იყავნ მათა, არა მოწყდენ, რამეთუ არა განთავისუფლებულ იყოს.

21და შეიწიროს უფლისა შეცოდებისა მისთჳს მისისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა - ვერძი შეცოდებისათჳს.

22და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ვერძითა მით შეცოდებათათჳს წინაშე ღმრთისა ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.

23უკუეთუ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენდა, დაასხათ ყოველი ხე საჭმელი, და განწმიდოთ არაწმიდებაჲ მისი, და ხილი მისი სამ წელ იყოს თქუენდა განუწმედელ და არა იჭამოს.

24და წელსა მეოთხესა იყოს ყოველი ნაყოფი მისი წმიდაჲ საქებელად ღმრთისა.

25და მეხუთესა წელსა ჰჭამოთ ნაყოფი, შესაძინელად თქუენდა ნაყოფი მისი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

26ნუ ჰჭამთ მთასა ზედა და ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით, არა ჰყოთ

27სასწორი თმისაგან თავისა თქუენისა, არა განირყუნეთ პირი წუერთა თქუენთაჲ და ნაჭერი აღთქუმისა ჴორცთა ზედა თქუენთასა არა ჰყოთ.

28და წერილი დაწერტით არა ჰყოთ თქუენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

29არა შეაგინო ასული შენი, სიძვად იგი, და არა ისიძვიდეს ქუეყანაჲ და აღივსოს იგი უშჯულოებითა.

30და შაბათნი ჩემნი დაიმარხნეთ და წმიდათა ჩემთათჳს გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ ღმერთი.

31არა შეუდგეთ თქუენ მუცლითმეზღაპრეთა და მსახრვალთა, არა შეეყენნეთ შეგინებად მათ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

32წინაშე პირსა მჴცოვანისასა ზე აღუდგე და პატივ-სცე პირსა მოხუცებულისასა და გეშინოდენ ღმრთისა ცხოველისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

33უკუეთუ ვინმე მოგიჴდეს თქუენ მწირი ქუეყანასა თქუენსა, არა აჭირვებდეთ მას.

34არამედ ვითარცა მკჳდრი თქუენ შორის იყოს მწირი იგი, რომელი მოვიდეს თქუენდა და შეიყვარო იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ მწირ იყვენით თქუენცა ქუეყანასა ეგჳპტისასა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

35არა ჰქმნე სიცრუჱ სარჩელსა შინა საწყაულითა, და სასწორთა და ნედლთა ზედა უღელი მართალი იყავნ.

36სასწორი სიმართლისაჲ და საწყაული მართალი და საწყაული კეცი იყავნ მართალი თქუენ შორის. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით.

37და დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნი სამართალნი ჩემნი და ჰყოფდით მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.


წინა თავი შემდეგი თავი