მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 2

1უკუეთუ სულსა შესწირვიდეს ძღუნად შესაწირავად ღმრთისა, სამინდოჲ იყოს შესაწირავი მისი, და დაასხას მას ზედა ზეთი და დასდვას მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.

2და მოართუას ძეთა აჰრონისთა მღდელთა და აღიღოს მისგან სავსე მჭელი სამინდოჲსა მისგან ზეთითურთ და ყოველივე იგი გუნდრუკი მისი დასდვას მღდელმან მან საჴსენებელი მისი საკურთხეველსა მას სულად სულნელებად ღმრთისა.

3და სხუაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდათა მათგან მსხუერპლთა ღმრთისათა.

4უკუეთუ შესწირვიდეს ძღუენსა შესაწირავად, გამოცხობილი თორნითა სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, ზეთითა შესუარულნი და ლელანგოჲ უცომოჲ ცხებული ზეთით.

5და უკუეთუ შესაწირავი იგი ტაპაკისაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ შესუარული ზეთითა უცომოჲ იყოს.

6და დაალტვო იგი დამუსრვილი და დასხა მას ზეთი: შესაწირავი არს ღმრთისა.

7უკუეთუ შესაწირავი ლანძჳსაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ ზეთითა შეიქმნეს.

8და შეწიროს მსხუერპლი იგი, რომელი ექმნეს ერთი ამათგანი, ღმრთისა, და მოართვას იგი მღდელსა. და მიეახლოს მღდელი იგი საკურთხეველსა მას.

9და აღიღოს მსხუერპლისა მისგან მოსაჴსენებელი მისი, და დადვას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელებისა ღმრთისა.

10ხოლო ნეშტი იგი შესაწირავისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდაჲ წმიდათაჲ ნაყოფთა მათგან ღმრთისათა.

11ყოველსა მას შესაწირავსა, რომელსა შესწირვიდეთ ღმრთისა, არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ მათგანი ნაყოფად ღმრთისა.

12და ძღუნად პირველად შესაწირავად იგი ღმრთისა და საკურთხეველსა ზედა არა აღვიდეს სულად სულნელად ღმრთისა.

13და ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა დაიმარილენ. არა დააცადოთ მარილი შჯულისა ღმრთისა შესაწირავთაგან თქუენთა და ყოველსა ზედა შესაწირავსა თქუენსა მარილი დაასხით.

14უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან ღმრთისა, ახალი შეტუსვილი ნედლი ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად პირველთა ნაყოფთა.

15და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.

16და შეწიროს მღდელმან მან საჴსენებელი მისი ეტერთა მათგან ზეთითურთ, და ყოველივე გუნდრუკი მისი. შესაწირავი არს ესე ღმრთისა.


წინა თავი შემდეგი თავი