მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 20

1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2უკუეთუ ვინმე ძეთაგანმან ისრაჱლისათამან, გინათუ მოსრულთაგანმან მწირმან ისრაჱლსა შორის, რომელ მისცეს ნათესავი თჳსი მთავარსა, სიკუდილით მოკუედინ, ტომმან მისვე ქუეყანისამან ქვაჲ დაჰკრიბონ მას.

3და მე დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ მისცა მთავარსა, რათა შეაგინოს სიწმიდე ჩემი და შეაბილწოს სახელი განწმედილთა ჩემდამო.

4უკუეთუ უგულებით უგულებელ-ყონ თუალითა მათითა მკჳდრთა მათ ქუეყანისათა კაცისა მისთჳს, რომელმან მისცა ნათესავი თჳსი მთავარსა და არა მოკლან იგი.

5და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და ნათესავსა მისსა.

6და წარწვწყმიდო იგი და ყოველნივე მის თანა შეთქმულნი, ვითარცა ისიძვიდეს მთავართა მიმართ, ერისაგან მათისანი.

7და კაცი, რომელი შეუდგის მუცლითმეზღაპრედ, გინა მსახრვალად, რათა ისიძვიდენ იგინი მთავართა მიმართ, ერისა მათისაგანნი და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა და იყუნეთ თქუენ წმიდა, რამეთუ მე წმიდა ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

8და დაიმარხნეთ ბრძანებანი ჩემნი და ჰყუნეთ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განგწმედ თქუენ. უკუეთუ კაცმან-კაცმან ბოროტი ჰრქუას მამასა თჳსსა, გინა დედასა თჳსსა, სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა ბოროტი ჰრქუა, თანამდებ არს სიკუდილისა.

9კაცმან უკუეთუ ვინმე იმრუშოს ქმრისცოლისა, გინა ცოლისა თანა მოყუსისა თჳსისა,

10სიკუდილით მოკუედინ მრუშავი იგი და რომლისა თანა იმრუშა.

11და უკუეთუ ვინმე დაწვეს მამისცოლისა თანა, რამეთუ სარცხჳნელი მამისა თჳსისა გამოაცხადა, სიკუდილით მოკუედინ ორნივე, რამეთუ უღმრთოებაჲ ყვეს, ამისთჳს თანამდებ არიან.

12რომელი დაწვეს წულისა თანა საწოლითა დედებრ, რამეთუ საძაგელი ქმნეს ორთავე, სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან.

13რომელმან შეირთოს ასული და დედაჲ მისი, რამეთუ უშჯულოებაჲ არს,

14ცეცხლითა დაწჳთ იგი და იგინი მის თანა, და არა იყოს ურჩულოებაჲ თქუენ შორის.

15და რომელი დაწვეს პირუტყუსა თანა, სიკუდილით მოკუედინ და ოთხფერჴი იგი მოკალთ.

16და დედაკაცი, რომელი მოუჴდეს ყოველსა პირუტყუსა ცოდვად მისგან, მოკალთ დედაკაცი იგი და პირუტყჳცა იგი. სიკუდილით მოწყდენ, რამეთუ თანამდებ არიან.

17რომელმან შეირთოს დაჲ თჳსი მამით, გინა დედით და იხილოს სარცხჳნელი მისი და მან იხილოს სარცხჳნელი თჳსი, რამეთუ საყუედრელ არს, მოისპედ იგინი წინაშე ძეთა ნათესავისა მათისათა, რამეთუ სარცხჳნელი დისა თჳსისაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მოიღონ მათ.

18და მამაკაცი, რომელი დაწვეს დედაკაცისა თანა გამოჯდომილისა და გამოაცხადოს სარცხჳნელი მისი, წყაროჲ მისი გამოაცხადა და დედაკაცმან, გამოაცხადა მდინარე სისხლისა მისისაჲ, მოისპენ ორნივე ნათესავისაგან მათისა.

19და სარცხჳნელი მამისდისა თჳსისაჲ და დედისა დისა თჳსისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსებაჲ გამოაცხადა, ცოდვაჲ მოიღონ.

20რომელი დაწვეს ნათესავისა თჳსისა თანა, რამეთუ ნათესაობაჲ გამოაცხადა, უშვილონი მოწყდენ.

21რომელმან შეირთოს ცოლი ძმისა თჳსისაჲ, არაწმიდება არს, რამეთუ სარცხჳნელი ძმისა თჳსისაჲ გამოაცხადა, უშვილონი მოწყდენ.

22და დაიმარხნეთ ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყვენით იგინი. და არა მოგიძაგნეს თქუენ ქუეყანამან, რომელსა მე შეგიყვანენ თქუენ დამკჳდრებად მას ზედა.

23და არა ხჳდოდით თქუენ შჯულსა მას წარმართთასა, რომელნიმე განვასხნე პირისაგან თქუენისა.

24რამეთუ ამას ყოველსა იქმოდეს იგინი და მოვიძაგენ იგინი და გარქუ თქუენ, ვითარმედ თქუენ დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ, რომელ არს მდინარე სძისა და თაფლისაჲ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, ვითარცა-იგი მე გამოგირჩიენ თქუენ ყოველთაგან ნათესავთა.

25გამოირჩიეთ თქუენცა შორის საცხოვართა მათ წმიდათა და შორის არაწმიდათა და შორის მფრინველთა წმიდათა და არაწმიდათა, და არა საძაგელ იყუნენ სულნი თქუენნი საცხოვართაგან და მფრინველთაგან და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისათა, რომელნი მე განგიჩინენ თქუენ არაწმიდად.

26და იყუნეთ თქუენ ჩემდა წმიდა, რამეთუ მე წმიდაჲ ვარ. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ყოველთაგან ნათესავთა, რათა იყუნეთ ჩემდად.

27და მამაკაცი, ანუ თუ დედაკაცი იყუნენ თუ მისან, გინა მსახრვალ, სიკუდილით მოწყდედ, ქვითა დაქოლენით იგინი, რამეთუ თანამდებ არიან.


წინა თავი შემდეგი თავი