მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 23

1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: დღესასწაულთა, რომელთა ჰხადოთ მათ - წოდებულ წმიდაჲ, ესე იგი არიან დღესასწაულნი ჩემნი.

3ექუს დღე იქმოდე საქმესა, დღესა მეშჳდესა შაბათი - განსუენებაჲ წოდებულ წმიდა უფლისა არს, ყოველი საქმე არა ჰქმნეთ, შაბათი არს ღმრთისა ყოველსა სამკჳდრებელსა თქუენსა. ესე დღესასწაულნი - ნაწილად ხუედრებულნი უფლისა.

4ესე წმიდანი არიან, რომელთა უწოდეთ მათ ჟამსა მათსა.

5პირველსა მათ თთუესა, მეათოთხმეტესა დღისა თჳსისა, პასექი ღმრთისა მწუხრთა ზატიკი ღმრთისა,

6და მეათოთხმეტესა დღესა ამის თთჳსსა - დღესასწული უცომოთაჲ უფლისა, შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა.

7და დღე იგი პირველი წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა და ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ. და შესწირვიდით

8მრგულიად დასაწველთა ღმრთისა შჳდ დღე და დღე იგი მეშჳდე წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა, ყოველი საქმე სამსახურებელი არა ჰქმნეთ.

9და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

10ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელ მე მიგცე თქუენ და მომკოთ სამკალი მის ქუეყანისაჲ,

11და მოართუათ მჭელეულები პირველისა ყანისა თქუენისაჲ მღდელსა მას და შეწიროს მჭელეული იგი წინაშე ღმრთისა სათნოდ თქუენდა, ხვალისაგან პირველისა მის დღისა შეწიროს მღდელმან მან:

12და ჰყოთ დღესა მას, რომელსა შესწირვიდეთ მჭელეულსა მას ცხოვარი წელიწდეული უბიწოჲ მრგულიად მწურად ღმრთისა.

13და მსხუერპლი მისი ორი ათისაგანი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა მსხუერპლად ღმრთისა სულად სულნელად ღმრთისა - და შესაწირავი მის თანა ნაოთხალი მერისაჲ ღვნოჲ.

14და პური და ტუსვილი ეტერი ახალი არა ჰჭამოთ იგი მასვე დღესა ვიდრე შეწირვად თქუენდა მსხუერპლისა ღმრთისა ქუენისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.

15და აღირაცხოთ თქუენ ხვალისაგან შაბათთაჲსა, ვინაჲთ დღითგან შესწიროთ მჭელეული იგი, წინაშე დაგებისა შჳდნი შაბათნი სავსედ აღირაცხნე ვიდრე ხვალისაგან.

16უკანასკნელ შაბათისა აღრაცხნე ერგასისნი დღენი და შესწიროთ შესაწირავი ახალი ღმრთისა. სამკჳდრებელისაგან თქუენისა შესწიროთ

17პური წინაშე დაგებისა ორი პური, ორთაგან ათეულთა იყოს პური იგი, ერთი ცომოვანი შეიცხოს პირველ ნაყოფად ღმრთისა.

18და ჰყუნეთ პურთა მათ თანა შჳდნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი და ჴბოჲ ერთი მროწლისაგან და ორნი ვერძნი უბიწონი ჰყუნე მრგულიად მწურად ღმრთისა და შესაწირავნი მათნი და ღჳნოჲ მათი მსხუერპლად სულნელად უფლისა.

19და ჰყოთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვათათჳს და ორნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი შესაწირავად ცხორებისა.

20პურთა თანა პირველთა ნაყოფთასა, რომელნი დაეგნენ წინაშე ღმრთისა, ორთა მათ თანა ტარიგთა. განწმიდნედ ღმრთისა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.

21და ჰხადოთ დღესა მას, წოდებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა, შჯულად საუკუნოდ იყოს ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.

22რაჟამს მოჰმკიდეთ სამკალსა თქუენსა ქუეყანასა თქუენისასა, არა ყოვლად მოასრულოთ ნეშტი იგი სამკალისაჲ ყანისა მის თქუენისაჲ მკასა მას თქუენსა და დანაცჳვნები იგი სამკალისა თქუენისაჲ არა აღკრიბოთ, გლახაკსა და მწირსა დაუტეოთ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

23და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

24ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: თთუესა მეშჳდესა ერთსა მის თთჳსასა იყავნ თქუენი განსუენებაჲ, საჴსენებელი საყჳრთა დაბერვისაჲ, წოდებულ - წმიდაჲ უფლისა.

25ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ და შესწიროთ მსხუერპლები ღმრთისა.

26და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

27და მეათესა დღესა თთჳსა ამის მეშჳდისასა დღე ლხინებისაჲ ჩინებული წმიდაჲ იყავნ თქუენდა. და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი მეცხრით დღითგან მის თთჳსაჲთ და შეწირეთ თქუენ მსხუერპლები ღმრთისა.

28ყოველი საქმე ჰქმნე მას დღესა შინა, რამეთუ არს დღე იგი ლხინებისა თქუენისაჲ, ლხინებად თქუენთჳს წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.

29ყოველმან სულმან, რომელმან არა დაიმდაბლოს თავი მას დღესა შინა, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა;

30და ყოველმან კაცმან რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, დღესა მას წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

31ყოველი საქმე არა ჰქმნეთ შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.

32შაბათი შაბათთაჲ იყავნ ესე თქუენდა და დაიტანჯნეთ სულნი თქვენნი. მეცხრითგან თთჳსაჲთ მწუხრითგან ვიდრე მწუხრადმდე, ჰშაბათობდეთ შაბათსა მას თქუენსა.

33და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

34ათხუთმეტსა თთჳსასა ამის მეშჳდისასა დღესასწაული კარავთაჲ ჰყო შჳდ დღე უფლისა.

35და დღე იგი პირველი წმიდა წოდებულ იყოს, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.

36შჳდ დღე შესწირვიდე მსხუერპლსა ღმრთისა და დღე იგი მერვე წმიდა წოდებულ იყავნ თქუენდა, და შეწირეთ მსხუერპლები თქუენი ღმრთისა, განსლვაჲ დღესასწაულთაჲ არს, ყოველი საქმე მსახურებისა არა ჰქმნე.

37ესე არიან დღესასწაულნი ღმრთისანი, რომელსა ჰხადოთ მათ ჩინებულ წმიდა, რათა შესწირვიდეთ ნაყოფთა თქუენთა ღმრთისა მრგულიად მწუართა და მსხუერპლთა მათთა და შესაწირავთა დღითი დღედ მუნ დღედმდე.

38თჳნიერ შაბათთა მათ ღმრთისათა, თჳნიერ დასადებელთა თქუენთა და თჳნიერ ყოველთა მათ აღნათქვემთა თქუენთა და ნეფსით შესაწირავთა თქუენთა, რაოდენი-რაჲ მისცეთ ღმერთსა.

39და მეთხუთმეტესა დღესა თთჳსა მის მეშჳდისასა, რაჟამს მოასრულოთ ნაყოფი ქუეყანისა თქუენისაჲ და დღესასწაულსა ჰყოფდით უფლისასა შჳდ დღე, და დღე იგი პირველი განსუენება არს.

40და მოიღოთ დღესა მას პირველსა ნაყოფი ხისაჲ შუენიერი და ფურცელი დანაკისკუდთაჲ და რტოები ხეთა ბორობანთაჲ, ძეწნი და ტირიფისაგან რტოები ჴევთაგან, რათა იხარებდეთ თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.

41შჳდ დღე მის წელიწადისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა დღესასწაულობდით მას, კარავსა შინა სხდეთ შჳდ დღე. ყოველივე ქუეყანის უფალი ისრაჱლსა შორის,

42დაემკჳდროს კარავსა შინა,

43რათა იხილონ ნათესავთა თქუენთა, რამეთუ კარავთა შინა დავამკჳდრენ ძენი ისრაჱლისანი, რაჟამს გამომყვანდეს მე იგინი ქუეყანით ეგჳპტით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

44და ეტყოდა მოსე დღესასწაულთა ამათ ღმრთისათა ძეთა ისრაჱლისათა.


წინა თავი შემდეგი თავი