მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 25

1და ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა და ჰრქუა მას:

2ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ, დაიპყრათ ქუეყანაჲ იგი, რომელ მე მიგცემ თქუენ და ჰყოფდით თქუენ შაბათად უფლისა.

3ექუს წელ სთესო ყანაჲ შენი და ექუს წელ მოსთულო ვენაჴი შენი და შეიკრიბო ნაყოფი შენი,

4ხოლო წელსა მეშჳდესა შაბათი განსუენებაჲ იყოს ქვეყანისაჲ - შაბათი უფლისა: ყანაჲ შენი არა სთესო და ვენაჴი შენი არა განსხლა.

5და თჳთ აღმოსრული სამკალისა შენისაჲ არა მომკო და ყურძენი სიწმიდისა შენისაჲ არა მოსთულო, წელიწად განსუენებისა არს ქუეყანისა.

6და იყოს შაბათი ქუეყანისაჲ თქუენდა და საჭმლად შენდა და მონისა შენისა და სასყიდლითდადგინებულისა შენისა და შემყოფისა მის, რომელი მოსრულ იყოს შენდა.

7და საცხოვართა შენთა და მჴეცთა ქუეყანისა შენისათა იყოს ყოველივე ნაყოფი მისი საჭმელად.

8და აღირაცხო თავისა შენისა შჳდი განსუენებაჲ წელთა მათ, შჳდი წელი შჳდგზის, და იყუნენ შენდა შჳდნი იგი შჳდეულნი წელიწადთანი ორმეოცდაცხრა წელ.

9და მიმოდასდვათ ნესტჳსა ჴმითა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დღესა მას ლხინებისსა, მიმოაუწყეთ ნესტჳთა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა.

10და წმიდა-ყავთ წელი იგი მეერგასისე წელიწადი, მიმოითქუას მიტევებაჲ იგი ქუეყანასა ყოველსა დამკჳდრებულსა მას ზედა, წელიწადი მიტევებისაჲ შესაწირავებისა მისისაჲ იყოს თქუენდა. და წარვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა და კაცად-კაცადი - მამულსა თჳსსა.

11წარხჳდეთ, მიტევებაჲ უწყებისაჲ ესე იყოს თქუენდა. და წელი მეერგასისე წელიწადი იყოს თქუენდა, არა სთესოთ, არცაღა ლეწოთ ნეფსით აღმოსრული მისი და არცა მოსთულოთ განწმედილი იგი მისი.

12რამეთუ მიტევებაჲ უწყებისაჲ არს, წმიდა იყოს თქუენდა, ველთაგან ჰჭამდეთ შობილსა მისსა.

13წელსა მას მიტევებისასა კუალად მოვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა.

14უკუეთუ მისცე სასყიდელად მოყუასსა შენსა აგარაკი და მოიგო მოყუსისაგან შენისა, ნუმც ვინ აჭირებს კაცი მოყუასსა თჳსსა.

15და მსგავსად რიცხუთა მათ წელიწადისათა შემდგომად სასწაულისა მის დღისა მოიგე მოყუსისაგან, რიცხჳსაებრ წელიწადისა ნაყოფთაჲსა მოგცეს შენ.

16რაოდენცა უმრავლეს წელთა მათ განამრავლოს მოგებაჲ მისი, გინათუ რაოდენ მოკლებისა წელთა მათ დააკლოს მოგებაჲ იგი მისი, რამეთუ, ვითარცა რიცხჳ ნაყოფთაჲ, ეგრევე მოგცეს შენ.

17ნუ ვინ აჭირვებნ კაცი მოყუასსა თჳსსა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

18და ყავთ ყოველივე მსჯავრი ჩემი და დაიმარხეთ და ყავთ იგი და დაემკჳდრნეთ ქვეყანასა ზედა სასოებით.

19და გამოსცეს ქუეყანამან ნაყოფი მისი და ჰჭამდეთ მაძღრივ და დაემკჳდრნეთ სასოებით მას ზედა.

20უკუეთუ სთქუათ, რაჲ ვჭამოთ წელსა მას მეშჳდესა, უკუეთუ არა ვსთესოთ და არა შევიკრიბოთ ნაყოფი ჩუენი.

21და მოვავლინო კურთხევაჲ ჩემი თქუენ ზედა წელსა მას მეექუსესა და ყოს ნაყოფი მისი სამისა წლისაჲ.

22და სთესოს წელსა მას მერვესა და ჰჭამდეთ ნაყოფთა მათგან ძუელთა ვიდრე მეცხრედ წლადმდე, ვიდრემდე მოჴდეს ნაყოფი მისი, ჰჭამდეთ ძუელისძუელსა.

23და ქუეყანაჲ არა განჰყიდოთ სრულიად, რამეთუ ჩემი არს ქუეყანა, რამეთუ მწირ და მსხემ ხართ თქუენ წინაშე ჩემსა.

24და ყოველსავე ქუეყანასა, რომელი გიპყრიეს თქუენ, საჴსარი მოსცით ქუეყანისაჲ.

25უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი, რომელ არს შენ თანა და განყიდოს ქუეყანისა მისისაგანი და მოვიდეს ნათესავი, რომელი მახლობელ იყოს მისა და იჴსნეს განსყიდული იგი ძმისა თჳსისაჲ.

26უკუეთუ ვისმე არა ესუას ნათესავი და პოვნიერ იყოს ჴელითა და ეპოვოს მას ნოყიერად საჴსრად მისა.

27და შეჰრაცხოს წელი იგი განსყიდისა მისისაჲ და მისცეს, რომელი-იგი აქუს კაცსა მას, რომელსა მიჰყიდა იგი და წარვიდეს ქუეყანასა მას მკჳდრობისა თჳსისასა.

28უკუეთუ ვერ პოვნიერ იყოს ჴელი მისი კმა-ყოფად, რათამცა მისცა მას და იყოს სასყიდელი მომგებელისა მისისაჲ ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და გამოვიდეს მიტევებასა მას და წარვიდეს ქუეყანასა თჳსსა.

29და უკუეთუ ვინმე მიჰყიდოს სახლი მონასა ქალაქსა შინა მოზღუდვილსა და იყოს საჴსარი მისი, ვიდრემდე აღესრულოს წელიწადი იგი, ზოგი სასყიდლისაჲ იყოს საჴსრად მისა.

30უკუეთუ არა იჴსნეს ვიდრე აღსრულებადმდე ყოვლად მის წელიწადისა, დამტკიცნეს სახლი იგი ქალაქსა შინა მოზღუდვილსა მტკიცედ მომგებელისა მიმართ მისისა ნათესავსა შორის მისსა და არა განვიდეს მიტევებასა მას.

31ხოლო სახლნი, რომელნი იყუნენ აგარაკსა, რომელთა არა აქუს ზღუდე გარემო, მსგავსად აგარაკისა მის ქუეყანისა შეირაცხენ, და საჴსარ მარადის იყუნენ და მიტევებასა მას გამოვიდენ.

32და ქალაქნი ლევიტელთანი და სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი იჴსენებოდიან მარადის ლევიტელთა შორის.

33და რომელმან იჴსნეს ლევიტელთა შორის, გამოჴდეს სასყიდელი მათი, სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი მიტევებასა მას, რამეთუ სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი შორის ძეთა ისრაჱლისათა არიან.

34და ქუეყანა იგი განჩემებული ქალაქთა მათთაჲ არა განიყიდოს, რამეთუ სამკჳდრებელი საუკუნე ესე არს მათი.

35უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი და ვერ შემძლებელ იყოს ჴელითა შენ შორის, ჴელი აღუპყარ მას, ვითარცა-იგი მწირსა და მსხემსა, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ თანა.

36არა მოიღო მისგან ვახში და აღნადგინები და გეშინოდენ ღმრთისა შენისა, მე ვარ უფალი ღმერთი, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ შორის.

37ვეცხლი შენი არა მისცე მას ვახშად და განსამრავლებლად, არა ავასხო მას საზრდელი შენი,

38რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა მიგცე თქუენ ქუეყანაჲ ქანანისაჲ და ვიყო მე თქუენდა ღმერთ.

39უკუეთუ დავარდეს ძმაჲ შენი შენ შორის და მოგყიდოს თავი მისი შენ, არა გმონებდეს შენ მონებასა კირთებრ,

40არამედ ვითარცა სასყიდლითდადგინებული და მწირი იყოს შენ თანა, ვიდრე წლადმდე მიტევებისა გიქმოდის შენ.

41და განვიდეს თავისუფლად მიტევებასა მას და შვილნი მისნი მის თანა და მივიდეს ნათესავსა თჳსსა, სამკჳდრებელსა მამულსა მისსა შევიდეს.

42რამეთუ მონანი ჩემნი არიან ესენი, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, არა განიყიდნენ სასყიდლით, ვითარცა მონანი.

43არა დაამძიმო მას შრომითა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა.

44და მონანი და მჴევალნი, რაოდენნი გესხნენ შენ, ყოველთაგან ნათესავთა, რომელნი არიან გარემო შენსა, მათგანნი მოიგნეთ.

45და ნათესავთაგან მათთა, რაოდენნი იყუნენ ქუეყანასა თქუენსა, იყუნედ იგინი თქუენდა სამკჳდრო.

46და განუყუნეთ იგინი ძეთა თქუენდა შემდგომად თქუენსა, და იყუნედ იგინი მონა თქუენდა საუკუნედ, რამეთუ ძმანი თქუენნი ძენი ისრაჱლისანი, კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი დაიდგინენ ვითარცა მოქმედი.

47უკუეთუ პოვოს ჴელმან მის მწირისამან, რომელი მსხემობდეს შენ შორის, და შეჰჭირდეს ძმასა შენსა და მიჰყიდოს თავი თჳსი მწირსა, გინათუ შემყოფსა მისსა, ნაშობსა მწირისასა.

48შემდგომად განსყიდისა მისისა ჴსნაჲ იყავნ მისი, ერთმან ძმათაგანმან მან იჴსნეს იგი.

49მამისძმამან, ანუ თუ მამისძმისწულმან იჴსნეს იგი, ანუ სახლეულმან, ჴორცთა მისთაგანმან, ტომმან მისმან იჴსნეს იგი, უკუეთუ პოვნიერ იქმნეს, ჴელითა თჳსითა იჴსნეს თავი თჳსი.

50და აღირაცხენ მომგებელისა მისისასა თანა მიერ წლითგან, ვინათგან მიჰყიდა მას თავი თჳსი ვიდრე წლადმდე მიტევებისა, იყოს ვეცხლი იგი სასყიდლისა მისისაჲ ვითარცა მორეწისა, წლითი წლად იყოს მის თანა.

51უკუეთუ უმრავლესთა წელთა იყოს; ამისებრვე მისცეს სასყიდელი მისი ვეცხლისა მისგან მონაგებისა მისისა:

52უკუეთუ მცირედ დაშთეს წელთა მათგანნი, წელიწადადმდე მიტევებისა შეერაცხოს მას წელიწადი იგი და მისცეს მას საჴსარი მისი.

53ვითარცა სასყიდლითდადგინებულმან წელიწადით წელიწადადმდე იყოს მის თანა, არა დაამძიმო მას რუდუნებაჲ წინაშე შენსა.

54უკუეთუ ვერ იჴსნეს თავი თჳსი, ეგრევე განვიდეს წელსა მას მიტევებისა მისისასა და ყრმანი მისნი მის თანა, რამეთუ ჩემნი არიან ძენი ისრაჱლისანი მსახლობნი

55და მონანი ჩემნი ესენი არიან, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.


წინა თავი შემდეგი თავი