მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 5

1უკუეთუ ცოდოს კაცმან და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესე წამებდეს გინა თუ იხილა, გინა თუ თანად-იცის და უკუეთუ არა უთხრა, მოიღო მან ცოდვაჲ მისი.

2კაცი, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა, გინა მძორსა, გინა ნამჴეცავსა არაწმიდასა, გინა მკუდარსა, რომელსავე საძაგელსა არაწმიდათასა,

3გინა თუ შეეხოს არაწმიდებასა რასმე კაცისასა, ყოველივე არაწმიდებასა მისსა, რომელსა შეეხოს, და შეგინებულ იქმნა და დაავიწყდა, და ამისა შემდგომად ცნა და ცოდა,

4და კაცმან, რომელმან ფუცოს და გან-რაჲმე-აჩინოს პირითა თჳსითა ბოროტისა ყოფად, გინა კეთილის ყოფად ყოვლისა მისებრ, რომელი აღუთქუა კაცმან ფიცით და დაავიწყდა იგი, და ესრეთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე მათგანი,

5და მიუთხრას მისთჳს ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდა,

6და შეწიროს ღმრთისა, რომელთათჳს ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, გინა ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მღდელმან მან ცოდვისა მისთჳს და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.

7უკუეთუ ვერ ეძლოს ჴელსა მისსა ყოფად ცხოვარი, შეწიროს ღმრთისა ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ორნი გურიტნი, გინა თუ ორნი მართუენი ტრედისანი, ერთი - ცოდვისათჳს და ერთი - ყოვლად დასაწველად.

8და მოართუნეს იგინი მღდელსა და შეწიროს იგი მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს პირველად, და წარჰკუეთოს მღდელმან თავი მისი საქციელითგან და არა განახევროს.

9და აპკუროს სისხლისა მისგან, რომელ-იგი არს ცოდვისაჲ, კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

10ხოლო მეორე იგი ყოს ყოვლად დასაწველ, ვითარცა-იგი ჯერ-არნ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისაგან, რომელ ცოდა და მიეტეოს მას.

11უკუეთუ არა პოვოს ჴელმან მისმნ წყვილნი გურიტთანი, გინა მართუენი ტრედთანი, შეწიროს მსხუერპლად მისა ცოდვისა მისთჳს მეათე სათველი სამინდოჲ ცოდვისა მისისათჳს, და არა დაასხას მას ზედა ზეთი, და არა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

12და მოართუას იგი მღდელსა მას და აღიღოს მისგანი მღდელმან მან სავსე მჭელი და მოსაჴსენებელად მისა დადვას იგი საკურთხეველსა ზედა მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა, ცოდვისაჲ არს.

13და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა, ერთი რაჲმე ამათგანი, რომელ-რაჲ პოვა და შეწირა, მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა მის, ვითარცა მსხუერპლი ქებისაჲ.

14ეტყდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

15კაცსა უკეთუ და-რაჲმე-ავიწყდა დავიწყებაჲ და ცოდა არა ნეფსით სწმიდეთა შინა ღმრთისათა, და შეწიროს ცოდვისა მისისათჳს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა სასწორთაგან სასწორითა წმიდითა, რომლისათჳს-იგი ბრალი ქმნა.

16და ცოდა, სიწმიდეთა შინა მისთა, ზღოს ესე და მეხუთე შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა მას. და მღდელმან ლხინება-ყოს მისთჳს ვერძითა მით ბრალისაჲთა და მიეტეოს მას.

17და კაცმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ვერ ცნა, და ბრალი ქმნა და მოიღო ცოდვაჲ იგი,

18მოჰგუაროს მღდელსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ბრალისა მისთჳს; და ლხინება-ყოს მღდელმან მან

19უმეცრებისა მისისათჳს, რომელ ვერ ცნა და მან არა იცოდა ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა.


წინა თავი შემდეგი თავი