მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 6

1ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2კაცმან უკკუეთუ ცოდოს და უგულებელობით უგულებელს-ყვნეს მცნებანი უფლისანი და ჰტყუოს მოყუასსა ვედრებისათჳს, გინა ზიარებისათჳს, გინა ტაცებისათჳს, გინა თუ ავნო რაჲმე მოყუასსა,

3ანუ თუ პოვა წარწყმედული, და ტყუვა მისთჳს და ფუცა ნაცულად ერთისა ამათგანისათჳს, რომელი ყვის კაცმან

4და ცოდის ამათ შინა, და ყოს, რაჟამს ცოდა და ბრალი ქმნა, და მისცა მუნ ნატაცები იგი, რომელ მოსტაცა,

5გინა ვნებისა მისთჳს, რომელ ავნო გინა ვედრებისა მისთჳს, რომელი ვედრად აქუნდა მას, გინა წარწყმედულისა მისთჳს, რომელ პოვა ყოვლისაგან საქმისა, რომლისათჳს ფუცა ნაცულად და მისცეს მას თავადი იგი და მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა. ვისაცა იყოს, მასვე მისცეს, რომელსაცა დღესა ემხილოს.

6და ბრალისა მისთჳს შეწიროს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ სასყიდლითა, რომლისათჳს ბრალი ქმნა.

7და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა

8და მიეტეოს მას ერთისა მათგანისათჳს, რომელ ქმნა საცოდავსა მას შინა და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

9ამცენ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ყოვლად დასაწველისაჲ: ესე ყოვლად დაწუვაჲ დაწვასა მისსა ზედა საკურთხეველსა ზედა ეგზნებოდის ღამე ყოველ განთიადმდე, და არა დაშრტეს, და ცეცხლი იგი საკურთხეველისაჲ ეგზნებოდის მას ზედა და არა დაშრტეს

10და შეიმოსოს მღდელმან მან სამოსელი სელისაჲ, და ნიფხავი შეიმოსოს სხეულთა მისთა და აღიღოს შეწირული იგი, რომელ განლია ცეცხლმან ყოვლად დამწვარი იგი საკურთხეველისა მისგან და დადგას იგი მახლობელად საკურთხეველსა მას.

11და განიძარცოს სამოსელი მისი, და შეიმოსოს სხუაჲ და განიღოს ნაყოფად შეწირული იგი გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა.

12და ცეცხლი ეგზებოდის საკურთხეველსა მას ზედა და არა დაშრტეს, და აგზებდეს მღდელი იგი შეშასა განთიად-განთიად, და დაზჳნოს მას ზედა ყოვლად დასაწველი იგი და დასდვას მას ზედა ცეცხლი იგი ცხოვრებისაჲ.

13და ცეცხლი მარადის ეგზებოდის საკურთხეველსა ზედა და არა დაშრტეს.

14ესე არს შჯული შესაწირავთაჲ, რომელ მოართოდიან ძეთა აჰრონისთა წინაშე ღმრთისა პირისპირ საკურთხეველისა.

15და აღიღოს სამინდოჲსა მისგან შესაწირავისა მჭელითა ზეთითურთ მისით გუნდრუკსა თანა მისსა, რომელი-იგი იყოს შესაწირავსა მას ზედა და შეწიროს საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფად, სულად სულნელად, საჴსენებელი მისი უფლისა ღმრთისა.

16ხოლო ნეშტი იგი მისგანი შეჭამოს აჰრონ და ძეთა მისთა; უცომოჲ შეჭამოს იგი ადგილსა წმიდასა ეზოსა კარვისა საწამებელისასა, სადა შეჭამონ იგი.

17არა შეიცხოს ცომოვანი; ნაწილად მივსცე იგი მათ ნაყოფთაგან ღმრთისათა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს, ვითარცა ცოდვისაჲ იგი და ვითარცა ბრალისაჲ იგი.

18ყოველივე წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ნაყოფად შეწირულთა მათგან ღმრთისათა. ყოველი, რომელი შეეხოს მას, განწმიდნეს.

19და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

20ესე არს შესაწირავი აჰრონისი და ძეთა მისთაჲ, რომელი შეწირონ ღმრთისა დღესა მას, რომელსა ვცხო მათ: მეათე სათველისაჲ სამინდოჲ - მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მწუხრი.

21ტაპაკსა ზედა ზეთითა შესვარული შექმნეს იგი, შეწიროს იგი გულარძნილი მსხუერპლი განატეხთაჲ შესაწირავი სულად სულნელად ღმრთისა.

22მღდელმან ცხებულმან მის წილ, ძეთა მისთაგანმან ყოს იგი, შჯულად საუკუნოდ, ყოვლადვე დადვას საკურთხეველსა ზედა.

23და ყოველი მსხუერპლი მღდლისაჲ ყოვლად დამწვარ იყოს და არა იჭამოს.

24და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

25ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ: ესე არს შჯული ცოდვისაჲ: ადგილსა მას, სადა-იგი დაჰკლვიდენ ყოვლად დასაწველთა, დაკლან ცოდვისაჲ იგი წინაშე ღმრთისა: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

26მღდელმან მან, რომელმან შეწიროს იგი, მანვე შეჭამოს იგი ადგილსა წმიდასა და შეჭამოს იგი, ეზოსა მას კარვისა საწამებელისასა.

27ყოველი, რომელი შეეხოს ჴორცსა მას, განწმიდნეს, და რომელსა ასხურეს სისხლისა მისისაგანი სამოსელსა და დაბღალოს, გამორცხენ იგი ადგილსა წმიდასა.

28და ჭურჭერი კეცისაჲ, რომლითა შეიგბას იგი, შეიმუსრენ, უკუეთუ ჭურჭრითა რვალისათა შეიგბას, მოხუეტენ იგი, და დაწონ და ჭურჭელი განრცხენ წყლითა.

29ყოველი წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: წმიდაჲ წმიდათაჲ არს ღმრთისა.

30და ყოველივე, რომელ ცოდვისათჳს არს, რომელი შეიწიროს სისხლისა მათისაგანი კარავსა მას საწამებელისასა სალხინებელად სიწმიდესა შინა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწუეს იგი.


წინა თავი შემდეგი თავი