მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 7

1და ესე არს შჯული ვერძისაჲ მის, რომელი იყოს ცოდვისათჳს: რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.

2ადგილსა მას, სადაცა დაკლიან ყოვლად დასაწველები იგი და დაკლან ვერძი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა და სისხლი მისი მოაპკურონ ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

3და ცმელი მისი მოიღოს მისგან მუცლისა და ყოველივე ცმელი, გარდაბურვილი შინაგან, და ყოველივე ცმელი, რომელ არს ნაწლევთაჲ.

4და ორნი იგი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ, და ღჳძლის ყური იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

5და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა ნაყოფად სულად სულნელად ღმრთისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

6ყოველივე წული მღდელთაგანი ჭამდეს მას, ადგილსა წმიდასა ჭამდენ მას, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს.

7ვითარცა-იგი ცოდვისაჲ, ეგრეცა ბრალისაჲ შჯული ერთისა მათგანისა: მღდელისა, რომელმან ყოს ლხინებაჲ, მისა იყავნ იგი.

8მღდელი იგი, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა მას კაცისასა, ტყავი იგი ყოვლად დასაწველისაჲ მის, რომელი მან შეწიროს, მისაცა იყოს.

9და ყოველივე შესაწირავი, რომელი იქმნეს თორნესა და ყოველივე, რომელი იქმნეს ლანძუსა, გინა ტაპაკსა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.

10და ყოველივე შესაწირავი ქმნილი ზეთითა, გინა უქმნელი ზეთითა, ყოველთავე კაცად-კაცადისა სწორად.

11ესე არს შჯული შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელი შეწიროს ღმრთისა.

12უკუეთუ ქებისათჳს შესწირვიდე მას და შეწიროს მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა პურნი სამინდოჲსაგან შესუარული ზეთითა და ლელანგოჲ უცომოჲ, ცხებული ზეთითა, და სამიდოჲ აღდგინებული ზეთითა,

13პურთა თანა ცომოვანთა შეწიროს შესაწირავი იგი მისი მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა. და მოართუას მისგანი თითოჲ ყოვლისა ამისგან შესაწირავისა მისისა ნაყოფად პირველად უფალსა ღმერთსა.

14მღდელმან მან, რომელმან აპკუროს სისხლი იგი ცხორებისაჲ, მისა იყოს იგი და მსხუერპლი იგი და ჴორცი ქებისა ცხორებისა მისავე იყოს

15და რომელსა დღესა შეწიროს იგი, შეჭამოს, არა დაუტეონ იგი განთიადმდე.

16და უკუეთუ აღთქმით, გინათუ ნეფსით შეწიროს მსხუერპლი მისი, რომელსაცა დღესა შეწიროს მსხუერპლი იგი მისი, შეჭამონ ხვალისაგანცა.

17შესაწირავისაჲ, რომელი დაშთეს მესამედ დღედმდე, ცეცხლითა დაიწუეს.

18უკუეთუ ჭამით ჭამოს დღესა მას მესამესა ჴორცისა მისგანი, არა შეიწირა იგი, რამეთუ შეგინება არს, ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს მისგანი, ცოდვაჲ მოიღოს თავისა თჳსისა.

19და ჴორცსა, რომელმან შეახოს ყოვლისა არაწმიდებისასა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწონ! ყოველი არაწმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა.

20ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისა, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

21და კაცი, რომელი შეეხოს საქმესა არაწმიდასა, არაწმიდებითგან კაცისაჲთ, გინა თუ ოთხფერჴთა არაწმიდათა, გინა საძაგელსა, ყოველსა არაწმიდასა და ჭამოს შესაწირავისაგან მის ჴორცისა ცხოვრებისა, რომელ არს უფლისა, წარწყმდეს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.

22და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

23ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ყოველივე ცმელი ზროხათაჲ და ცხოვართაჲ და თხათაჲ არა ჰჭამოთ!

24და ცმელი მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ემსახუროს ყოველსა საქმესა, ჭამით არა იჭამოს.

25ყოველმან რომელმან ჭამოს ცმელისა ცხოვართაგან, რომელთა შესწირვიდეთ მსხუერპლად ღმრთისა, წარწყმდეს კაცი იგი, რომელმან ჭამოს ერისაგან თჳსისა.

26ყოველი ესე სისხლი არა ჰჭამოთ ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა მფრინველისაჲთგან ვიდრე საცხოვართამდე.

27ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს სისხლი, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.

28და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

29ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა ღმრთისა, მოართუის შესაწირავი იგი მისი ღმერთსა მსხუერპლისაგან ცხორებისა.

30ჴელითა თჳსითა მოართუას ნაყოფი იგი მისი ღმერთსა: ესე არს, ცმელი მკრდისაჲ და ღჳძლის ყური. მოართვას იგი, რათა დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

31და შეწიროს მღდელმან ცმელი იგი საკურთხეველსა ზედა და მკერდი იგი იყოს აჰრონისა და ძეთა მისთა.

32და მჴარი იგი მარჯუენე მისცეთ შესაწირავისათჳს მღდელსა მას შესაწირავთაგან ცხორებისა თქუენისათა.

33რომელი შესწირვიდეს სისხლსა მას ცხორებისასა და ცმელსა, ძეთაგანი აჰრონისთაჲ, მისა იყოს მჴარი იგი მარჯუენე ნაწილად.

34რამეთუ მკერდი იგი დაგებისაჲ და მჴარი იგი შესაწირავისაჲ მოვიღე ძეთაგან ისრაჱლისათა მსხუერპლთაგან ცხორებისა თქუენისათა და მივეც იგი აჰრონს და ძეთა მისთა შჯულად საუკუნედ ძეთაგან ისრაჱლისათა.

35ესე არს ცხებაჲ აჰრონისი და ცხებაჲ ძეთა მისთაჲ შესაწირავთაგან ღმრთისათა დღესა მას, რომელსა მოიყვანნა იგინი მღდელობად ღმრთისა, ვითარცა-იგი ამცნო ღმერთმან მიცემად მათა

36დღესა მას, რომელსა ეცხო მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის მათსა.

37ესე არს შჯული ყოვლად დასაწუელთაჲ მათ და შესაწირავთაჲ და რომელ ცოდვათათჳს არნ და ბრალისათჳს და სრულებისათჳს და მსხუერპლთათჳს ცხორებისა.

38ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს მთასა სინასა დღესა მას, რომელსა უბრძანა ძეთა ისრაჱლისათა შეწირვად მათა მსხუერპლები მათი წინაშე ღმრთისა უდაბნოსა მას სინაჲსასა.


წინა თავი შემდეგი თავი