მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი ლევიტელთაჲ |
თავი 8 |
1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: 2მოიყვანე აჰრონ და ძენი მისნი და სამოსელი მათი და ზეთი იგი ცხებისაჲ და ზუარაკი იგი ცოდვისაჲ და ორნი იგი ვერძნი და ლანკლაჲ იგი უცომოთაჲ. 3და ყოველი იგი ერი შეკრიბე კართა თანა კარვისა საწამებელისათა. 4და ყო მოსე, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან და მოუწოდა ყოველსა მას კრებულსა ერისასა კარად კარვისა მის საწამებელისა. 5და ჰრქუა მოსე კრებულსა მას: ესე სიტყუაჲ არს, რომელი მამცნო ღმერთმან ყოფად. 6და მოიყვანნა მოსე აჰრონ და ძენი მისნი და განბანნა იგინი წყლითა. 7და შეჰმოსა მათ სამოსელი იგი და შეარტყა მათ სარტყლები და შეასხა მათ ჴამლები და გარდასდვა მათ ზედა სამჴრე 8და შეარტყა მსგავსად ქმნულებისა მისისა და შეამტკიცა იგი მით. და დასდვა სამჴრეთა მათ ზედა საკითხავი იგი და დაადგა საკითხავსა მას ზედა გამოცხადებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ 9და დაჰბურა ვარშამაგი თავსა მისსა და დასდვა ვარშამაგსა მას ზედა წინაშე პირსა მისსა პეპელი იგი ოქროჲსაჲ განწმედილი იგი წმიდაჲ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს. 10და მოიღო მოსე ზეთისა მისგან საცხებელისა და აპკურა მათ და საკურთხეველსა მას შჳდგზის 11და სცხო საკურთხეველსა მას და განწმიდა იგი და ყოველივე ჭურჭერი მისი, და ენბაზი იგი და ხარისხნი მისნი, და განწმიდა იგი და სცხო კარავსა მას და ყოველსა მას, რაჲცა იყო მას შინა და განწმიდა იგი. 12და დაასხა მოსე ზეთისა მისგან ცხებისა თავსა აჰრონისსა, სცხო მას და განწმიდა იგი. 13მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი და შეჰმოსა მათ სამოსელი და შეარტყა მათ სარტყლები და დაჰბურა მათ ვარშამაგები, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს. 14და მოიბა ზუარაკი იგი, რომელ არნ ცოდვისათჳს და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი თავსა ზედა ზვარაკისა მის ცოდვისასა და დაკლა იგი. 15და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა თითითა თჳსითა გარემოჲს 16და განწმიდა საკურთხეველი იგი და სისხლი იგი დასთხია ხარისხსა თანა საკურთხეველისასა და განწმიდა იგი ლხინებისა ყოფად მას ზედა. და მოიღო ყოველივე ცმელი ნაწლევთაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ, და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და შეწირა მოსე საკურთხეველსა მას ზედა. 17და ზუარაკი იგი და ტყავი მისი და ყოველი ჴორცი მისი და ფუშნიერი მისი დაწუას ცეცხლითა გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს. 18და მოიბა მოსე ვერძი იგი ყოვლად დასაწველი და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა. 19და დაკლა მოსე ვერძი იგი და მოაპკურა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას. 20და ვერძი იგი განყო ასოდ-ასოდ და შეწირა მოსე თავი მისი, და ასოები მისი, და ცმელი, და ნაწლევნი მისნი 21და ფერჴნი მისნი განრცხა წყლითა. და შეწირა მოსე ყოვლადვე ვერძი იგი საკურთხეველსა ზედა: მრგულიად დასაწველი არს, სული სულნელებისაჲ, ნაყოფად შეწირული არს ღმერთისა, ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს. 22და მოჰგუარა მოსე ვერძი იგი მეორე - ვერძი სრულებისაჲ. და დაასხნეს აჰრონ და ძეთა მისთა ჴელნი მათნი თავსა ზედა მის ვერძისასა. 23და დაკლა იგი და მოიღო მოსე სისხლისაგან მისისა და სცხო ყურისა ძირსა მარჯუენესა აჰრონისსა, და მწუერვალთა თითთა მარჯუენისათა და მწუერვალთა თითთა ფერჴისა მარჯუენისათა. 24და მოიყვანნა მოსე ძენი აჰრონისნი. და სცხო მოსე მის სისხლისაგანი ყურის ძირთა მარჯუენისა მათისათა და თითთა ჴელისა მარჯუენისა მათისათა და თითთა ფერჴისა მარჯუენისა მათისათა. და მოაპკურა მოსე სისხლი იგი საკურთხეველსა მას გარემოჲს. 25და მოიღო ცმელი, და მუცელი, და ცმელი იგი ქუსეტისაჲ, და ძირი იგი ღჳძლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა და მჴარი იგი მარჯუენე 26და ლანკლითა მისგან სრულებისა, რომელ-იგი იყო წინაშე ღმრთისა, მოიღო პური ერთი უცომოჲ და პური ზეთითა ქმნული ერთი და ლელანგოჲ ერთი და დასდვა ცმელსა მას ზედა და მჴარსა მას ზედა მარჯ უენესა 27და დაასხა ესე ყოველი ჴელსა ზედა აჰრონისასა და ჴელთა ზედა ძეთა მისთასა და აღიღო შესაწირავად წინაშე ღმრთისა 28და მოიღო იგი მოსე ჴელთაგან მათთა და შეწირა იგი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა სრულებისა. სულად სულნელად მსხუერპლი არს ესე ღმრთისა 29და მოიღო მოსე მკერდი იგი და მოჰჴადა იგი შესაწირავად წინაშე ღმრთისა ვერძისა მისგან სრულებისა და იყო მოსე მონაწილედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს 30და მოიღო მოსე ზეთისა მისგან ცხებისა და სისხლისა მისგან საკურთხეველისა და აპკურა აჰრონს და სამოსელსა მისსა, და ძეთა მისთა და სამოსელსა მათსა 31და განწმიდა აჰრონ სამოსელი მისი, და ძენი მისნი და სამოსელი მათი მათ თანა. და ჰრქუა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა: შეაგბეთ ჴორცი იგი ეზოსა მას კარვისა მის საწამებელისასა, ადგილსა წმიდასა, და მუნ შეჭამეთ იგი და პურნი იგი, რომელ არიან ლანკლასა მას ზედა სრულებისასა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან და მრქუა: აჰრონ და ძენი მისნი ჭამდენ მას. 32და ნეშტი იგი ჴორცისაჲ მის და პურისაჲ ცეცხლითა დაწუთ. 33და კარისა მისგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ შჳდ დღე ვიდრე დღედმდე აღსასრულთა სრულებისა თქვენისათა, რამეთუ შჳდთა დღეთა სრულ-იქმნენ ჴელნი თქუენნი, 34ვითარცა-იგი ყო ამას დღესა შინა რომელსა მიბრძანა მე ღმერთმან ყოფად მისა, რათა ლხინება-ყოს თქუენთჳს. 35და კართა ზედა კარვისა საწამებელისათა სხდეთ შჳდ დღე და ღამე, სცჳდეთ საცოსა მას ღმერთისასა, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ესრე მამცნო მე ღმერთმან. 36და ყუნეს აჰრონ და ძეთა მისთა ყოველნივე სიტყუანი, რომელნი უბრძანა ღმერთმან მოსეს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |