მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 9

1და იყო, დღესა მას მერვესა მოუწოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა. და ჰრქუა მოსე აჰრონს:

2მოიბ თავისა შენისა ჴბოჲ ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი იგი ყოვლად დასაწველი უბიწოჲ და შეწირე იგი წინაშე ღმრთისა.

3და მოხუცებულთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ: მოიბთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი და ჴბოჲ და ტარიგი წელიწდეული მსხუერპლად, ყოველივე უბიწოჲ.

4და ზვარაკი და ვერძი შესაწირავად ცხორებისა წინაშე ღმრთისა და სამინდოჲ შესუარული ზეთითა, რამეთუ უფალი გამოჩნდეს თქუენ შორის.

5და მოიღეს, ვითარცა-იგი ამცნო მოსე წინაშე კარავსა მას საწამებელისასა და ყოველივე იგი, მოვიდა კრებული და დადგეს წინაშე ღმრთისა.

6და ჰრქუა მათ მოსე: ესე იგი სიტყუაჲ არს, რომელ თქუა ღმერთმან, რაჲთა ჰყოთ და გამოჩნდეს თქუენ შორის დიდებაჲ ღმრთისა.

7და ჰრქუა მოსე აჰრონს: წარმოდეგ წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა და შეწირე ცოდვისა შენისაჲ და მსხუერპლი შენი და ლხინება-ყავ თავისა შენისა და სახლისა შენისა, და შეწირე მსხუერპლი ერისა და ლხინება-ყავ მათთჳს, ვითარცა-იგი ბრძანა ღმერთმან.

8და წარდგა აჰრონ წინაშე საკურთხეველსა მას და დაკლა ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ.

9და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მას. და დააწო თითი მისი სისხლსა მას და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა, და სისხლი იგი სხუაჲ დასთხია ხარისხსა თანა მის საკურთხეველისასა.

10და ცმელი, და თირკუმელნი და ძირი იგი ღჳძლისაჲ, რომელ არს ცოდათათჳს, შეწირა საკურთხეველსა ზედა, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

11და ჴორცი, და ტყავი და ფუშნიერი მისი დაწუეს გარეშე ბანაკსა მას.

12და დაკლა მრგულიად დასაწველი იგი და მოართუეს ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მამასა მათსა და მოაბკურა გარემო საკურთხეველსა მას.

13და მრგულიად დასაწველი იგი მოართუეს მას ასოდ-ასოდ და თავი იგი მისი, და დააგო იგი საკურთხეველსა ზედა.

14და განრცხნეს ნაწლევი და ფერჴნი მისნი წყლითა და დააგო იგიცა აკურთხევვლსა ზედა ყოვლად დასაწველთასა.

15და მოიღეს შესაწირავი იგი ერისაჲ

16და მოჰგუარეს ვაცი იგი ცოდვისათჳს ერისა. და დაკლა, ვითარცა-იგი პირველი, და მოართუეს ყოვლად დასაწველი იგი

17და ყო იგი ეგრევე, ვითარცა ჯერ-არნ. და მოართუეს შესაწირავი და აღივსნეს ჴელნი მისგან და დააგო საკურთხეველსა მას ზედა თჳნიერ მსხუერპლისა მის განთიადისა.

18და დაკლა ჴბოჲ იგი და ვერძი შესაწირავისაჲ ცხორებისათჳს ერისა. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მათი მამასა მათსა.

19და ცმელი იგი ჴბოჲსა მისგან და ვერძისა მისგან, მუცელი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი ნაწლევთაჲ და ორნი თირკუმელნი, და ცმელი იგი მათ ზედა და ძირი იგი ღჳძლისაჲ.

20და დასდვა ცმელი იგი მკერდსა მას ზედა და შეწირა ცმელები ესე საკურთხეველსა ზედა.

21და მკერდი იგი და მჴარი მარჯუენე მოჰჴადა აჰრონ აღსაღებელად წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს.

22და აღიპყრნა აჰრონ ჴელნი თჳსნი ერსა მას ზედა და აკურთხნა იგინი და გარდამოჴდა შემდგომად შეწირვისა მის მსხუერპლისა და რომელი-იგი ცოდვათათჳს არნ, და რომელი-იგი ცხორებისათჳს არიან.

23და შევიდეს მოსე და აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა, და ვითარცა მიერ გამოვიდეს, აკურთხეს ერი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ ღმრთისა ყოველსა მას ერსა.

24და გამოჰჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეჭამა ყოველივე, რაჲცა იყო საკურთხეველსა მას ზედა, ყოვლად დასაწველი იგი და ცმელები. და იხილა ყოველმან ერმან და განუკჳრდა და დაეცნეს პირსა თჳსსა ზედა და თაყუანი-სცეს.


წინა თავი შემდეგი თავი