მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 1

1დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

2ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

3და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.

4და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.

5და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.

6და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.

7და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.

8და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.

9და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.

10და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

11და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

12და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

13და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.

14და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.

15და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

16და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.

17და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.

18და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.

19და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.

20და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.

21და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

22და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.

23და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.

24და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.

25და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

26და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.

27და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.

28და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა.

29და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად.

30და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.

31და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.


შემდეგი თავი