მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 10

1ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.

2ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.

3და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.

4და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.

5როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

6ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.

7ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.

8ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.

9ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.

10და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.

11ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი.

12და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.

13და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.

14და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.

15ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი.

16და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.

17და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი.

18და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი.

19და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.

20ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.

21და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.

22ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.

23და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.

24და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ.

25და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.

26ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ.

27და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ.

28და გებარ, და აბიმეილ, და სავარ.

29და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.

30და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად.

31ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.

32ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.


წინა თავი შემდეგი თავი