მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 12

1და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ.

2და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.

3და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.

4და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.

5და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.

6და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.

7და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.

8წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:

9და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.

10და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.

11ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ;

12იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ.

13თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით.

14და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.

15და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.

16და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.

17და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.

18და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს.

19რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად? და აჰა ცოლი შენი წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე.

20ჰრქუა ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა.


წინა თავი შემდეგი თავი