მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 19

1ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.

2და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.

3და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა.

4და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად.

5და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ.

6ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა.

7და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ.

8რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.

9და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.

10ხოლო კაცთა მათ ბანყუნეს ჴელნი და შეიტანეს ლოთ ჴელთა მიმართ თჳსთა და კარი სახლისა დაჴშეს.

11ხოლო კაცთა მყოფთა კარსა ზედა სახლისასა, დასცეს ვერ მხედველობაჲ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე და დაიჴსნნეს ძიებითა კარისათა.

12და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით.

13რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.

14გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა.

15და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა.

16და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.

17და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა.

18და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო.

19ვინათგან პოვა წყალობაჲ მონამან შენმან წინაშე შენსა და განადიდე სიმართლე შენი, რომელსა ჰყოფ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა. ხოლო მე ვერ ძალ-მიც მიწევნად მთად, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.

20აჰა ესერა, ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლად ჩემდა მუნ, რომელ არს მცირე, და მუნ განვერე, და ცხოვნდეს სული ჩემი შენ ძლით.

21და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ.

22ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ.

23და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად.

24და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.

25და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს, ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა.

26და მიიხილა ცოლმან ლოთისამან მართლუკუღმართ და იქმნა იგი ძეგლ მარილისა.

27ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად ადგილსა მას, სადა-იგი დგა წინაშე უფლისა.

28და მიჰხედა პირსა ზედა სოდომისასა და გომორისასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა ესერა, აღვიდოდა ალი ცეცხლისა ქუეყანით, ვითარცა არმური საჴმილისა.

29და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ.

30აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა.

31ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ.

32მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა.

33ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი.

34და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.

35ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ

36და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა.

37და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

38ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.


წინა თავი შემდეგი თავი