მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 20

1და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.

2და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.

3მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.

4ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?

5არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.

6და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.

7ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.

8აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.

9და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.

10და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.

11და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს.

12და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.

13და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.

14და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი.

15და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე.

16ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.

17და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს.

18რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.


წინა თავი შემდეგი თავი