მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 25

1მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი, რომელსა სახელი ერქუა ქეტურა.

2და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ, იესბოკამ და სუვიე.

3და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ.

4და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი.

5და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა.

6და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად აღმოსავალთასა.

7ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა ასსამეოცდაათხუთმეტ წელ.

8და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა.

9და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს წინაშე მამბრესსა.

10აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი.

11და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა.

12და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს.

13და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან.

14და მასონ და იდუმა და მასე.

15და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ.

16ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა მათთანი.

17და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი: ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა.

18და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაემკჳდრა.

19და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.

20და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად

21და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა

22და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.

23და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა.

24და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.

25და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი იაკობ.

26და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა

27აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.

28უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.

29შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.

30და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.

31და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.

32ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე?

33ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.

34ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი.


წინა თავი შემდეგი თავი