მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 31

1და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთა, ვითარ-იგი ეტყოდეს: მიგვიღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ.

2და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა.

3და ჰრქუა უფალმან იაკობს: მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა.

4მიავლინა იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ.

5და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა.

6თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა.

7ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტარიგისაჲ და არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა.

8უკუეთუ თქუას: ვითარმედ ჭრელი იგი იყავნ შენდა სასყიდელად, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი ჭრელსა. და უკუეთუ ესრეთ თქუას: იყვნედ სპეტაკნი სასყიდელად შენდა, შობდენ ყოველნივე ცხოვარნი სპეტაკსა.

9და მოუღო ღმერთმან ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე.

10და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული.

11და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა:

12აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ.

13მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ. აწ აღდეგ და განვედ ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა.

14მიუგეს ლია და რაქელ და ჰრქუეს მას: ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა შენისასა?

15ანუ არა, ვითარცა უცხონი შერაცხილ ვართ მის წინაშე, რამეთუ განმყიდნა ჩვენ და შეჭამა შეჭმით ვეცხლი ჩუენი.

16ყოველივე სიმდიდრე და დიდებაჲ, რომელი მოუღო ღმერთმან მამისაგან ჩუენისა, ჩუენდა იყოს და შჳლთა ჩუენთა. აწ რაჲ-იგი გრქუა შენ ღმერთმან შენმან, ეგრეცა ყავ:

17აღდგა იაკობ და წარიყვანნა ცოლნი თჳსნი და ყრმანი და აღსხნა იგინი აქლემებსა.

18და წარიღო ყოველივე მონაგები მისი და ყოველი ჭურჭელი მისი, რომელ მოიგო შუამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი. და წარმემართა მისლვად ისაკისასა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანანისა.

19ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.

20და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის.

21და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღჴდა მდინარესა და მიმართა მთასა მას გალადისასა.

22უთხრეს ლაბანს ასურსა დღესა მესამესა. ვითარმედ წიაღჴდა იაკობ.

23და წარიყუანნა მის თანა ყოველნი ძენი მისნი, ლაბან დევნა-უყო იაკობს გზასა შჳდისა დღისასა და ეწია მას მთასა გალადისასა.

24ხოლო მოვიდა ღმერთი ლაბანისა ჩუენებად ღამე და ჰრქუა მას: ეკრძალე, ნუუკუე ეტყოდე იაკობს ფიცხელად და ეწია ლაბან იაკობს.

25ხოლო იაკობს აღედგა კარავი მთასა მას ზედა, და ლაბან დაადგინა ძმანი თჳსნი მთასა მას ზედა გალაადისა.

26და ჰრქუა ლაბან იაკობს: რაჲ ესე მიყავ? რაჲსა იდუმალ წარმოივლტოდე? დამპარენ-ცა და წარმოიყუანენ ასულნი ჩემნი, ვითარცა ტყუენი მახჳლითა.

27და თუმცა მითხრა მე, წარმო-მცა-გგზავნე შენ სახიობითა, ბობღნითა და ქნარითა.

28არა ვღირდია ამბორის-ყოფად ყრმათა ჩემთა და ასულთა ჩემთა? ხოლო აწ უგუნურად ჰყავ.

29და აწცა შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის-ყოფად შენდა. არამედ ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა.

30და აწ წარმოსრულ ხარ, გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახედ მამისა შენისა. გარნა რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?

31მიუგო იაკობ და ჰრქუა ლაბანს: რამეთუ შემეშინა და ვთქუ: ნუუკუე მიმიხუნე ასულნი შენნი და ყოველივე ჩემი.

32მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა ჰპოვნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩემთა აწ უკუე იცან ყოველი, რაჲ არს შენი ჩემ თანა, და მიიღე. და ვერარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ. არა იცოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი.

33შევიდა ლაბან და აღიხილა სახლი ლიასი და არა პოვა, გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არა პოვა, და სახლები ორთავე მჴევალთა და არა პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.

34ხოლო რაქელ მოიხუნა კერპნი იგი და ქუე შესხნა იგინი პალანთა აქლემისათა და დაჯდა მათ ზედა.

35და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად შენ წინაშე, რამეთუ ჩუეულებათა დედათასა ვარ მე. აღიხილა ლაბან ყოველივე სახლნი და არა პოვა კერპნი იგი.

36განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი. რამეთუ მდევნი?

37და აღიხილე ყოველი ჭურჭელი სახლისა ჩემისა? რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა და ჩემთა და გუამხილონ საშუალ ორთავე.

38ესე ოცი წელ არს, ვინათგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ.

39ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა; ვიქმენ ისართა თანა.

40შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა.

41ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს.

42არა თუმცა ღმერთი მამისა ჩემისა აბრაჰამისა იყო ჩემ თანა და შიში ისაკისი, აწ ცალიერი-მცა გამომავლინე მე. სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჴელთა ჩემთა იხილა ღმერთმან და გამხილა გუშინ.

43მიუგო ლაბან და ჰრქუა იაკობს: ასულნი ესე - ასულნი ჩემნი და ძენი ესე - ძენი ჩემნი და საცხოვარი ესე - საცხოვარი ჩემი. და ყოველსა ამას რომელსა ჰხედავ, ჩემი არს, და ასულთა ამათ ჩემთათჳს რაჲ ვჰყო დღეს, ანუ შვილთა მათთა, რომელნი შვენ?

44აწ მოვედ და აღვითქუათ აღთქუმაჲ მე და შენ და იყოს საწამებელ შორის შენსა და ჩემსა. და ჰრქუა მას: აჰა ესერა, არა ვინ არს ჩუენ თანა, აჰა ესერა. ღმერთი არს მოწამე შორის შენსა და ჩემსა.

45და მოიღო იაკობ ლოდი და აღდგა იგი ძეგლად.

46და ჰრქუა იაკობ ძმათა თჳსთა: შეკრიბეთ ლოდები. და შეკრიბეს ლოდები და აღდგეს ბორცუსა. და ჭამეს ბორცუსა მის თანა.

47და ჰრქუა და უწოდა ლაბან "ბორცჳ მოწმობათა" და იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე", თჳთოეულმან განმარტებით ენათა თჳსთათა.

48ჰრქუა ლაბან იაკობს: ბორცჳ ესე მოწამე არს შორის ჩემსა და შენსა დღეს. და უწოდა მას ლაბან "ბორცუ წამებისაჲ", ხოლო იაკობ უწოდა "ბორცუ მოწამე". და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა ესერა, ბორცჳ ესე და ძეგლი, რომელი აღმართე შორის ჩემსა და შენსა, წამებს ბორცჳ ესე და ძეგლიცა ესე წამებს. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი "ბორცუ წამებისაჲ".

49და ხილვაჲ იგი, რომელ იხილე, იხილენ ღმერთმან შორის ჩემდა და შენსა, რამეთუ განვეშორებით მოყუასი მოყუასისა.

50უკუეთუ დაამდაბლნე ასულნი ჩემნი, უკუეთუ ისხნე ცოლნი სხუანი ასულთა ჩემთა ზედა, იხილე, არა ვინ არს მოწამე თჳნიერ ღმრთისა, რომელი დგას და ხედავს.

51და ჰრქუა ლაბან იაკობს: აჰა, ბორცჳ ესე და ძეგლი. რომელი დავაფუძენით შორის ჩემსა და შორის შენსა.

52იყოს მოწამედ ბორცჳ და მოწამედ ძეგლი, რამეთუ არცა მე წიაღ-მოვიდე ძეგლსა ამას, და ნურ-ცა შენ წიაღმოხვალ ჩემდა ბორცუსა ამას და ძეგლსა ბოროტებით.

53ღმერთმან აბრაჰამისმან და ღმერთმან ნაქორისმან საჯენ შორის ჩუენსა, ღმერთმან მამათა მათთამან. და ფუცა იაკობ შიშსა მამისა თჳსისა ისაკისსა.

54და შეწირა მსხუერპლი იაკობ მთასა მას თანა და ხადა ყოველთა ძმათა თჳსთა. ჭამეს და სუეს და დაიძინეს მთასა მას.

55და აღდგა ლაბან განთიად და ამბორს-უყო ძეთა მისთა და ასულთა თჳსთა და აკურთხნა იგინი და მიიქცა ლაბან და წარვიდა ადგიდ თჳსა. და იაკობ წარვიდა გზასა თჳსსა.


წინა თავი შემდეგი თავი