მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი შესაქმისაჲ |
თავი 32 |
1და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი. 2ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი წმიდაჲ არს ესე და უწოდა ადგილსა მას "ბანაკებ". 3წარავლინნა იაკობ მაუწყებელნი წინაშე ესავისა, ძმისა თჳსისა, ქუეყანად სეირად, სოფელსა ედომისასა. 4ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონა შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე ვიდრე აქამომდე. 5და მოვიგე ზროხაჲ და ვირები და ცხოვარი, მონები და მჴევლები. და მივავლინე უფლისა ჩემისა ესავისა თხრობად, რათა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა. 6და მოიქცეს და მოვიდეს მაუწყებელნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა, იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასნი კაცნი მის თანა. 7ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და უღონოებად. განყო ერი მისი მის თანა და ცხოვარი და ზროხა ღა აქლემი ორად ბანაკად. 8და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს და ბანაკი ესე ერთი მოსრას, განერეს მეორე იგი ბანაკი საცხორებელად. 9და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ღმერთო ისაკისო, უფალო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა, კეთილი გიყო შენ. 10კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად. 11განმარინე მე, ჴელთაგან მისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედანი შვილთა ზედა. 12შენ სთქუ: კეთილად კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლისაგან. 13და დაიძინა მუნ ღამესა მას. და მოიღო რომელ-იგი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა. 14თხანი ორასი, ვაცნი ოცნი, ცხოვარნი ორასი, ვერძნი ოცნი. 15და აქლემი ჴდალი და კიცვები მათი ოცდაათი, ზროხაჲ ორმეოცი და კუროჲ ათი, ვირნი ოცნი და კარაულნი ათნი. 16და მისცა იგი ჴელთა მონათა მისთასა სამწყსო თჳს-თჳს და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და ხანი დაუტევეთ სამწყსოჲ და სამწყსოსა. 17და ამცნო პირველსა მას და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს შენ ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხუალ და ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა? 18არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი რომელი მიუძღუანა უფალსა ესავს და აჰა, იგი შემდგომად ჩუენსა მოვალს. 19ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისა, და ამის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ თქუენ ესავს, რაჟამს გპოვნეს მან. 20და არქუთ: აჰა, მონა შენი იაკობ მოვალს შედგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო ძღუენითა ამით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა. შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ იცის, შემიწყნაროს. 21და შემიმთხჳოს მე. და წინა უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისა. ხოლო მან დაიძინა ღამესა მას სავანესა მას. 22და აღდგა მას ღამესა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი თჳსნი რა ორნი მჴევალნი და ათორმეტნი ძენი მისნი და წიაღმოჴდა წიაღმოსლვასა მას რაბოკისასა და წარმოიყუანნა იგინი. 23და წიაღმოჴდა ნაღუარევსა მას და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რა-ცა იყო მისი. 24და დადგა იგი მარტოჲ მუნ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე. 25და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა დ, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა. 26და თქუა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი, ხოლო მან ჰრქუა მას: არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე. 27და მან ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ. 28და მან ჰრქუა: არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო. 29ხოლო ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: რაჲ არს სახელი შენი? და მან ჰრქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი მუნ. 30და უწოდა იაკობ ადგილსა მას "ხილვაჲ ღმრთისაჲ", რამეთუ "ვიხილე ღმერთ პირისპირ და ცხოვნდა სული ჩემი". 31და აღმოუჴდა მას მზე. და ვითარცა წარვიდა ხილვაჲ იგი ღმრთისაჲ, კელობდა იგი ბარკლითა მით. 32ამისთჳს არა ჭამონ ძეთა ისრაჱლისათა ძარღჳ, რომელი დაუბუშდა, რომელი არს ვრცელსა ბარკლისასა ვიდრე დღეინდელად დღედმდე, რომელსა შეახო ვრცელსა ბარკლისასა ძარღუსა იაკობისსა, რომელ დაუბუშა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |