მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 35

1ჰრქუა ღმერთმან იაკობს: აღდეგ და აღვედ შენ ბეთელდ და დაემკჳდრე მუნ და აღუშენე მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელი გეჩუენა შენ, ოდეს-იგი ივლტოდე შენ პირისაგან ესავისა, ძმისა შენისა

2ჰრქუა იაკობ სახლსა თჳსსა და ყოველთა მისთანათა: აღიხილენით ღმერთნი ეგე უცხოთესლთანი, რომელ არიან თქუენ შორის, და განწმიდენით და შეიცვალეთ სამოსლები თქუენი.

3და აღდეგით და აღვიდეთ ბეთელდ და უქმნეთ მუნ საკურთხეველი ღმერთსა, რომელმან შეისმინა ჩემი ყოველსა შინა ჭირსა ჩემსა, რომელი იყო ჩემ თანა და მიჴსნა მე გზასა ზედა, რომელსა ვიდოდე.

4და მოსცნეს იაკობს კერპნი იგი უცხოთესლთანი, რომელნი იყვნეს ჴელთა შინა მათთა და საყურები იგი ყურთა მათთა. და დამალნა იგინი იაკობ ქუეშე ბელეკონსა მას, რომელი იყო სიკიმას, და წარწყმიდნა იგინი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

5და წარმოვიდა ისრაჱლ სიკიმათ და იყო შიში ღმრთისაჲ ქალაქებსა მას მათსა ზედა გარემოს და არა დევნა-უყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა.

6მოვიდა იაკობ ლუზად, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ესე არს ბეთელი, და ყოველი ერი მის თანა.

7და აღაშენა მუნ საკურთხეველი და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ, რამეთუ მუნ ეჩუენა ღმერთი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან ესავისა, ძმისა თჳსისა.

8მოკუდა დებორა, მზარდული რებეკასი, და დაეფლა იგი ქუემოკერძო ბეთელსა ქუეშე მუხასა. და უწოდა სახელი მუხასა მას "მუხაჲ გლოისაჲ".

9ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს მოვიდა შუამდინარით ასურეთისათ, აკურთხა იგი

10და ჰრქუა. არღარა გერქუას სახელი შენი იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.

11ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ ღმერთი შენი, აღორძნდი და განმრავლდინ ნათესავი შენი, შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან და მეფენი წელთა შენთაგან გამოვიდენ.

12და ქუეყანა, რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.

13აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას.

14და აღმართნა იაკობ ძეგლნი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.

15და უწოდა სახელი ადგილსა მას ბეთელ და გამოვიდა მუნით, ჟამსა ზამთრისასა.

16და მიეახლა ქაბრათად მისლვად ქუეყანად ეფრათად, შვა რაქელ.

17და შობასა მისსა ძნიად შობდა. და იყო ფიცხლად შობასა მისსა. ჰრქუა მას ყრმისა აღმქმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ესეცა ძე გესვა შენ.

18და იყო აღმოსლვასა ოდენ სულისა მისისასა. რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი "ძე სალმობისა ჩემისა". ხოლო მამამან უწოდა მას ბენიამენ.

19მოკუდა რაქელ და დავფლა გზასა ზედა ცხენთ სარბიელსა ეფრათას, ესე იგი არს ბეთლემი.

20და აღმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

21და წარვიდა ისრაჱლ და დასცა კარავი თჳსი დამართებით გოდლისა მის გადერისასა.

22და იყო, რაჟამს დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა მას, მივიდა რუბენ და დაწვა ბალას თანა, ხარჭისა მამისა თჳსისა, იაკობისა. და ვითარცა ესმა ესე ისრაჱლს, ბოროტ-უჩნდა წინაშე მისსა. იყუნეს ძენი იაკობისნი ათორმეტ.

23ძენი ლიასნი: პირმშოჲ რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ.

24და ძენი რაქელისნი: იოსებ და ბენიამენ.

25და ძენი ბალასნი, მჴევლისა რაქელისნი: დაან და ნეფთალიმ.

26და ძენი ზელფასნი, მჴევლისა ლიასნი: გაად და ასერ. ესე ძენი იაკობისნი, რომელნი ესხნეს მას შუამდინარეს ასურეთისასა.

27მოვიდა იაკობ ისაკისა, მამისა თჳსისა, ჯერეთ სიცოცხლესა-ღა ქალაქად მამბრედ ეველისა, ესე იგი არს ქებრონი, ქუეყანასა ქანანისასა, სადა-იგი მსხემ იყო აბრაჰამ და ისაკ.

28და იყუნეს დღენი ისაკისნი, რაოდენ ცხონდა ასოთხმეოცდაათ წელ.

29და მოაკლდა ისაკ და მოკუდა და შეეძინა მამათა თჳსთა მოხუცებული და სავსე დღითა და დაჰფლეს იგი ესავ და იაკობ, ძეთა მისთა.


წინა თავი შემდეგი თავი