მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 36

1ესე შობანი არიან ესავისნი, ესე იგი არს ედომ.

2და მოიყვანნა ესავ თავისა თჳსისა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანანისთა: ადან, ასული სელონისი ქეტელისა, და ოლიბემან, ასული ენანისი, ძისა სებეგონისი ეველისა.

3და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი.

4და უშვა მას - ადან ესავს ელიფას და ბასიმათ უშვა რაგოელ.

5და ოლიბემან უშვა იეულ და ეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელნი ესხნეს მას ქუეყანასა ქანანისასა.

6წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი და ყოველი საცხოვარი და ყოველი ძენი თჳსნი და ყოველივე, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანანისსა, და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისა.

7რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო მკჳდრობად ერთად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა.

8და დაეშენა ესავ მთასა სეირსა, და ესე იგი არს, ედომ.

9ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.

10და ესე სახელები არს ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძე ადასი, ცოლისა ესავისი, როგოველ, ძე ბასემათისი, ცოლისა ესავისი.

11იყუნეს ძენი ელიფასნი: თემან, ომარ, სოფორ, გოთომ, კენეზ.

12ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფაზს ამალეკი. ესე ძენი ადასნი, ცოლისა ესავისნი.

13და ესე არიან ძენი რაგოელისნი: ნაქეთ, ზარეთ, ბოსრ და მოზე. ესე იყვნეს ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

14და ესე იყვნეს ძენი ოლიბემასნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისა; ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეოლ და იეგლონ და კორე.

15ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ძენი ელიფასნი, პირმშო ესავისი: მთავარი თემან, მთავარი ომარ, მთავარი სოფარ, მთავარი კინეზ.

16მთავარი კორე, მთავარი გოთომ, მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიასასა. ესე ძენი ადასნი.

17და ესე ძენი რაგოელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ომეთ, მთავარი მოზე. ესე მთავარნი რაგოელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.

18და ესე ძენი ილიბემასნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, და მთავარი კორე. ესე მთავარნი ილიბემასნი. და ესე ძენი ესავისნი.

19და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ძენი ედომისნი.

20ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორელისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისსა: სობალ, სებეგონ, ანა.

21და დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სეირის ქორელისანი. ქუეყანასა ედომისსა.

22ხოლო იყვნეს ძენი, ლოტანისანი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისნი თამნა.

23და ესე ძენი სობალისნი: გოლომ და მანაქათ, და გებელ, სოფ და ონან.

24და ესე ძენი სებეგონისნი: ეე და ესან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამინი უდაბნოსა, რაჟამს-იგი აძოებდა კარაულთა სებეგონისთა, მამისა თჳსისათა.

25და ესე ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ინანისი.

26ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამა და აბამა და იეთრამ და ქარრან.

27ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ზუკამ და იოვიკამ და ოკამ.

28და ესე ძენი რისუნისნი: ოს და არრან.

29ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლუტან, მთავარი სობალ, მთავარი სებეგონ, მთავარი ენან.

30მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავარი რისონ. ესე მთავარნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.

31და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა.

32და მეფობდა ედომს ბალაკ, ძე ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისა დენნაბა.

33მოკუდა ბალაკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.

34მოკუდა იობაბ და მეფობდა მის წილ ასონ ქუეყანისაგან თემანელთასა.

35მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.

36მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკათ.

37მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო რობოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.

38მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძე აქაბრისი.

39მოკუდა ბალაენონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მატებელ, ასული მატრადისი, ძისა მეზოფისი.

40და ესე სახელები მთავართა მათ ესავისთა ტომთა მათთა და ადგიდ-ადგილსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შორის მათსა: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.

41მთავარი ელიბემა, მთავარი ილას, მთავარი ფინონ.

42მთავარი კენეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ.

43მთავარი მეგედიელ, მთავარი ზეფოიმ. ესე მთავარნი ედომისნი და შენებულთა შინა ქუეყანისა მის მონაგებისა მათისასა. ესე არს ესავ, მამაჲ ედომისაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი