მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი შესაქმისაჲ |
თავი 46 |
1წარმოიტრო ისრაჱლ და ყოველივე მისი. და მოვიდა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და შეწირა მსხუერპლი ღმრთისა მამისა თჳსისა ისაკისა. 2ჰრქუა ღმერთმან იაკობს ჩუენებასა შინა ღამისასა; იაკობ, იაკობ, ხოლო მან თქუა: რა არს? 3და თქუა: მე ვარ ღმერთი მამათა შენთა, ნუ გეშინინ შესლვად ეგჳპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ მუნ: 4და შთავიდე მე შენ თანა ეგჳპტედ და მე აღმოგიყუანო შენ მიერ სრულიად. და იოსებ დაგასხნეს ჴელნი თუალთა შენთა. 5და აღდგა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარიყვანეს ძეთა მისთა ისრაჱლ, მამაჲ მათი და აღსხეს ჭურჭელი მათი და ცოლები მათი ურმებსა მას, რომელ მიუძღუანა იოსებ ახუმად მათ ზედა და საცხოვარნი მათნი და შთავიდეს ეგჳპტედ. 6და ყოველივე მონაგები მათი, რაოდენი-რაჲ მოეგო ქუეყანასა ქანანისასა. და შევიდეს ეგჳპტედ იაკობ და ნათესავი მისი მის თანა. 7ძენი მისნი და ძეთა მისთანი და ასულნი მისნი და ასულნი ასულთა მისთანი და ყოველივე ნათესავი მისი შეიყუანა ეგჳპტედ. 8და ესე სახელები არს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, მამისა მათისა, იაკობ და ძენი მისნი. პირმშოჲ იაკობისი - რუბენ. 9და ძენი რუბენისნი: ენუქ და ფალუს, ასრომ და ქარმი. 10და ძენი სჳმეონისნი იემუელ და იამინ და აოდ და აქიმ და საარ და საულ ქანანელისაგანნი. 11და ძენი ლევისნი: გეთსონ და კაათ და მერარი. 12და ძენი იუდასნი: ჰერ და ავნან, სელომ ფარეზ და ზარა. და მოსწყდეს ჰერ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. და იყვნეს ძენი ფარეზისნი: ესრომ და იამოჱლ. 13და ძენი იზაქარისნი: თოლა და ფოა და იასუქ და ზამბრამ. 14და ძენი ზაბულონისნი სედერ და ალონ და აიჱელ. 15ესენი ძენი ლიასნი, რომელ უშვნა იაკობს შუამდინარეს ასურეთისა და დინა, ასული მისი, ყოველი ძენი და ასულნი ოცდაათსამეტნი. 16და ძენი გადისნი: საფონ და ანგის და სავნის და თასუბამ და აედის არუჱლის და არჱილის. 17და ძენი ასერისნი: იემნა და იესო და ბარია და იეოლ და სარა დაჲ მათი. და ძენი ბარიასნი: ქობორ და მელქიელ. 18ესე ძენი ზელფასნი, რომელ მოსცა ლაბან ლიას ასულსა თჳსსა რომელ, უშვნა ესე ძენი იაკობს სული ათექუსმეტი. 19და ძენი რაქელისნი, ცოლისა იაკობისნი, იოსებ და ბენიამენ. 20ხოლო იყვნეს ძენი იოსებისნი ეგჳპტეს, რომელნი უშვნა მას ასენეთ, ცოლმან მისმან ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მზის ქალაქისამან მანასე და ეფრემ, ხოლო იყვნეს ძენი მანასესნი, რომელნი უშვნა მას ხარჭმან მან ასურმან მაქირ. და მაქირ შვა გალად, ძენი ეფრემისნი ძმისა მანასესნი: სუტალმან და ტალამ. ძენი სუტალმისნი: ედემ. 21ძენი ბენიამენისნი: ბალა ქობორ და ასბჱლ, ხოლო იყვნეს ძენი ბალასნი: გირა და ნოემან და ჰნქის და როს და მამფენ და ოფიმენ და გირა შვა არად. 22ესე ძენი რაქელისნი, რომელ უშვნა იაკობს, ყოველი სული ათრვამეტნი. 23და ძენი დანისნი ასომ. 24და ძენი ნეფთალემისნი: ასიჱლ და გოვინი და ესარ და სულლემ. 25ესე ძენი ბალასნი, რომელნი მისცნა ლაბან რაქაელს, ასულსა თჳსსა, და უშვნა ესენი იაკობს ყოველი სული შჳდ. 26და ყოველნივე, რომელნი შევიდეს ეგჳპტედ იაკობის თანა, რომელნი გამოსრულ იყვნეს, წყვილთაგან მისთა გარეშე ცოლთა ძეთა იაკობისთა ყოველი სული სამეოცდაექუს. 27და ძენი იოსებისნი, რომელნი ესხნეს ეგჳპტეს ორ და ყოველი სული, რომელი შევიდა ეგჳპტედ იაკობის თანა სამეოცდაათხუთმეტ. 28ხოლო იუდა წარავლინა წინასწარ მისა იოსებისა, რათა მოეგებოდის მას კათერონ ქალაქად, ქუეყანასა რამჱსასა. 29აღაგნა იოსებ ეტლნი თჳსნი და აღვიდა შემთხუევად იაკობისა მამისა თჳსისა კათერონ ქალაქად და იხილა იგი და მოეხჳა ყელსა მამისასა და ტიროდა ტირილითა დიდითა ფრიად. 30და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მოვკუდე აწ, ამიერითგან ვიხილე პირი შენი, რამეთუ შენ ცოცხალ-ღა ხარ. 31და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: აღვიდე და უთხრა ფარაოს და ვჰრქუა მას, ვითარმედ ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქანანისასა, მოსრულ არიან ჩემდა. 32ხოლო კაცნი იგი არიან მწყემს, რამეთუ ცხოვარის მზრდელმან ცხოვარნი მათნი და ზროხაჲ და ყოველივე, რაჲცა არს მათი, მოსრულ არიან ჩემდა. 33უკუეთუ გიწოდოს თქუენ ფარაო და გრქუას, რაჲ არს საქმე თქუენი: 34თქუთ, ვითარმედ კაცნი საცხოვრის მზრდელ ვართ მონანი შენნი სიყრმითგან-ვე აქამომდე ჩუენ და მამანი ჩუენნი, რათა დაეშენნეთ ქუეყანასა გესემისასა არაბიასა, რამეთუ საძაგელ არს მეგჳპტელთა ყოველი მწყემსი ცხოვართაჲ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |