მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 48

1და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს, ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს.

2ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა.

3და ჰრქუა იაკობ იოსებს ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე.

4და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.

5აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.

6ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.

7მე რაჟამს მოვიდოდე შუამდინარით ასურეთისათ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა მას ქანანისასა და ვითარ მოვიწიე მე ცხენთსარბიელთასა მას ქუეყანასა ქაბარათასასა მისლვად ევფრათად, დავჰფალ გზასა ზედა ცხენისარბიელთასა. ესე იგი არს ბეთლემი.

8და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესე?

9და ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე.

10ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა.

11და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი.

12და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა და მოიყუანნა იოსებ ორნივე ძენი მისნი.

13ეფრემ მარჯუენით მარცხენით კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიიახლნა იგინი მას.

14განყო ისრაჱლისა ჴელი თჳსი მარჯუენე და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იგი იყო უმრწემესი, მარცხენე მისი თავსა ზედა მანასესსა, იცვალნა ჴელნი მისნი.

15აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

16ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!

17ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ვფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და აღუპყრა იოსებ ჴელი მამისა თჳსისა აღებად თავისაგან ეფრემისსა და დადებად თავსა ზედა მანასესსა.

18და ჰრქუა მამასა თჳსსა არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა.

19და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად.

20და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა.

21და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა!

22მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა.


წინა თავი შემდეგი თავი