მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი შესაქმისაჲ |
თავი 50 |
1და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას. 2და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი. 3და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ და აღასრულეს მისი ორმეოცი დღე, რამეთუ ესრეთ აღირაცხიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ეგჳპტე სამეოცდაათ დღე. 4და ვითარცა წარჰჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა ფარაოსთა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოსთა და არქუთ: 5მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე. 6და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ. 7და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცეგულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი, 8და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლი მამულისა მისისანი და ნათესავი. და ცხოვარი და ზროხა დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა. 9და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად. 10და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ადატისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე. 11და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა. 12და უყვეს მათ ძეთა ისრაჱლისათა ესრეთ, ვითარცა-იგი ამცნო მათ. 13და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა, და დაფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებად საფლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა წინაშე მამბრესა. 14და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი ღა რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა. 15ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას. 16და მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. 17ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ. 18და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ. 19და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე. 20თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ: 21ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა. 22და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ. 23 და იხილნა იოსებ შვილნი ეფრემისნი ვიდრე მესამედ ნათესავადმდე და ძენი მაქირისნი, ძისა მანასისნი, იშვნეს მუჴლთა ზედა იოსებისთა. 24ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს იაკობს. 25და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა. 26და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა. |
წინა თავი |