მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი 11

1და განახუენ, ლიბანო, კარნი შენნი, და შეჭამნეს ცეცხლმან ნაძუნი შენნი.

2და ვალალაებდა პიტჳ მით, რამეთუ დაეცა ნაძჳ, რამეთუ დიდად საარებულ იქმნნეს დიდებულნი. ვალალაებდით მუხანი ბასანიტიდისანი, რამეთუ დაიფხურა მაღნარი ნერგოანი.

3ჴმაჲ მგოდებელთა მწყემსთა, რამეთუ საარებულ იქმნა სიდიდე მათი. ჴმაჲ მყჳრალთა ლომთაჲ, რამეთუ საარებულ იქნეს ფრტჳნვანი იორდანისანი.

4ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰმწყსით ცხოვართა დაკლვისათა,

5რომელნი მომგებელთა დაკლნეს და შეინანეს და განმსყიდელნი მათნი იტყოდეს: კუერთხეულ არს უფალი, რამეთუ განვმდიდრდით. და მმწყსელნი მათნი არა ივნებდეს მათ ზედა არარას.

6ამისთჳს არა ვერიდო არღა მერმე დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, - და, აჰა, მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა მოყუსისა თჳსისასა და ჴელთა მეფისა თჳსისათა და დაჭრას ქუეყანა და არ განვარინო ჴელთაგან მათთაჲსა.

7დავმწყსნე ცხოვარნი დაკლვისანი ხანაანიტისა შორის და მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი: ერთსა უწოდე შუენიერება და სხუასა უწოდე წილისსაზომი; დავმწყსნე ცხოვარნი

8და აღვიხუნე სამნი მწყემსნი თთუესა შინა ერთსა და დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, და რამეთუ სულნი მათნი მწუხარეობდეს ჩემდამო.

9და ვთქუ: არა გმწყსი თქუენ: მოკუდომადი - მოკუედინ, და მოკლებადი - მოაკლდინ და დაშთომილნი შეშჭამდენ კაცადი ჴორცთა მოყუსისა თჳსისათა.

10და მოვიღო კუერთხი ჩემი შუენიერი და განვაგდო იგი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, რომელი აღუთქუ ყოველთა მიმართ ერთა.

11და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი დაცულნი ჩემნი მით, რამეთუ სიტყუა უფლისაჲ არს.

12და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქჳთ.

13და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათნი ვეცხლნი და თქუა უფალმან ჩემდამო: დასხენ ეგენი გამოსადნობელსა და განიხილე, უკეთუ გამოცდილ არს, ვითარსახედ გამოვიცადე მათთჳს და მოვიხუენ ოცდაათნი ვეცხლნი და შევიხუენ სახიდ უფლისა სადნობელად მიმართ.

14და განვაგდე კუერთხი მეორე წილისსაზომი განსაქარვებელად აღთქმისა ჩემისა, საშუალ იუდაჲსსა, და საშუალ ისრაჱლისა.

15და თქუა უფალმან ჩემდამო: მერმე მოიხუენ თავისა შენისად ჭურჭელნი სამწყემსონი მწყემსისა გამოუცდელისანი

16მით, რამეთუ, აჰა, მე აღვადგინო მწყემსი წარმართი ქუეყანასა ზედა: მოკლებული არ მოიხილოს, და განბნეული არ მოიძიოს, და შემუსრვილი არ განკურნოს, და მრთელსა არა წარუმართოს და ჴორცნი რჩეულთანი შეჭამნეს და ფერჴნი მათნი გარდააქცინეს.

17ჵ, რომელნი ჰმწყსიან ამაოთა და დაუტევებენ ცხოვართა! მახჳლი მკლავსა ზედა მისსა და თუალნი მისნი მარჯუენესა მისსა. და მკლავნი მისნი განჴმობით განჴმეს და თუალი მისი მარჯუენე დამბრმალი დაბრმეს.


წინა თავი შემდეგი თავი