მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ზაქარია წინასწარმეტყველი |
თავი 12 |
1ნეშტი სიტყჳსა უფლისა ისრაჱლსა ზედა, - იტყჳს უფალი, გარდამრთხმელი ცისაჲ და დამამყარებელი ქუეყანისაჲ და შემქმნელი სულისა კაცისასა მის შორის: 2აჰა, მე დავსდებ იერუსალჱმსა, ვითარცა კარსესა მერყევსა გარემოჲს ყოვლისა ერისა და იუდას შორის და იყოს გარემოცვაჲ იერულალჱმსა ზედა. 3და იყოს მას დღესა შინა, დავდვა იერუსალიმი ქვად დათრგუნვილად ყოველთა წარმართთა მიერ. ყოველი დამთრგუნველი მისი სიმღერით იმღეროდის და შეკრბენ მის ზედა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი. 4მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დავსცე ყოველი ცხენი განკრთომილებითა და აღმავალი მისი ცნობავნებულებითა. ხოლო სახლსა ზედა იუდაჲსსა განვახუნე თუალნი ჩემნი. და ყოველნი ცხენნი ერთანი დავსცნე დაბრმობითა. 5და იტყოდიან ათასისოავნი იუდაჲსნი გულთა შინა მათთა: ვპოვნეთ თავთა თჳსად დამკჳდრებულნი იერუსალჱმს უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისა. 6მას დღესა შინა დავსხნე ათასისთავნი იუდაჲსნი, ვითარცა მუგუზი ცეცხლისაჲ შეშათა შორის და ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ ლელწამთა შორის, და შესჭამდენ მარჯვენით და მაცხენით ყოველთა ერთა გარემო. და დაიმკჳდროს იერუსალიმმან მერმე თჳსაგან იერუსალჱმი. 7და აცხოვნნეს უფალმან კარვებნი იუდაჲსნი, ვითარცა დასაბამსა, რაჲთა არ განდიდნებოდის სახლი დავითისი და სილაღე მკჳდრთა იერუსალიმისათა იუდას ზედა. 8და იყოს მას დღესა შინა, შემწე იყოს უფალი ყოველთა მკჳდრთათჳს იერუსალჱმისათა. და იყოს უძლური მათ შორის მას დღესა შინა, ვითარცა დავით. და სახლი დავითისა სახლ, და ვითარცა სახლი ღმრთისაჲ, ვითარცა ანგელოზი უფლისაჲ წინაშე მათსა. 9და იყოს მას დღესა შინა, ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა მიმავალთა იერუსალჱმსა ზედა. 10და მივჰფინო სახლსა ზედა დავათისსა და დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა სული მადლისა, სიხარულისა და თანალმობისა და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს, და როკვიდეს და იტყებდენ მათ ზედა ტყებათა, ვითარცა საყუარელსა ზედა, და ილმონ ლმობა, ვითარცა პირმშოსა ზედა. 11მას დღესა შინა განდიდნეს იერუსალჱმსა შორის ტყებაჲ, ვითარცა ტყებაჲ ბროწეულთა ველსა ზედა მოკუეთილისაჲ. 12და იტყებდეს ქუეყანაჲ ტომად-ტომად თჳსაგან: 13ტომი სახლისა დავითისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ნათანისი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა ლევისი თჳსგან და დედანი მათნი განთჳსებით; ტომი სახლისა სჳმეონისა თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით. 14ყოველნი ნეშტნი ტომნი - ტომი თჳსაგან და დედანი მათნი განთჳსებით. |
წინა თავი | შემდეგი თავი |