მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ზაქარია წინასწარმეტყველი |
თავი 2 |
1და აღვიხილენ თვალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, მამაკაცი და ჴელსა შინა მისსა საბელი სასაქუეყანისმზომელი. 2და ვთქუ მისდამი: სადა წარხუალ შენ? და თქუა ჩემდამო: განზომად იერუსალიმისა, ხილვად, რაოდენი სივრცე მისი და რაოდენი არს სიგრძე. 3და, აჰა, ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის დადგა და ანგელოზი სხუა გამოვიდოდა შემთხუევად მისსა 4და თქუა მისდამი მეტყუელმან: რბიოდე და თქუ ჭაბუკისა მის მიმართ მეტყუელმან: ნაყოფიერად დაემკჳდროს იერუსალიმი სიმრავლისაგან კაცთა და საცხოვართა მის შორისთაჲსა. 5და მე ეიყო მისდა, - იტყჳს უფალი, - ზღუდე ცეცხლისა გარემოჲს და დიდებად ვიყო შორის მისსა. 6ჵ, ჵ, ივლტოდე ქუეყანით ბღუარით, - იტყჳს უფალი, - რამეთუ ოთხთაგან ქართა შეგკრიბნე თქუენ, - იტყჳს უფალი. 7სიონად აღიწიენით. განერნეთ დამკჳდრებულნი ასულსა ბაბილონისასა 8მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკანა დიდებისა მიმავალნი მე წარმართთა ზედა წარმტყუენეელთა თქუენთა მით, რამეთუ შემხები თქუენი, ვითარცა შემხებელი გუგასა თუალისა მისისასა. 9მით, რამეთუ, აჰა, მე მივაწევ ჴელსა ჩემსა მათ ზედა და იყვნენ ტყუე მმონებელთა მათთა. და სცნათ, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, მომავლინა მე. 10ძნობდი და იშუებდ, ასულო სიონისაო, ამისთჳს, რამეთუ, აჰა, მოვალ და დავიმკჳდრო საშუალ შენსა, - იტყჳს უფალი. 11და მოივლტოდიან ნათესავნი მრავალნი უფლისა მიმართ მას დღესა შინა და იყუნენ მისდა ერად და დაეშენნენ შენ შორის. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან გამომავლინა შენდა მომართ. 12და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ და ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა წმიდასა და აღირჩიოს მერმე იერუსალიმი. 13ეშინოდედ ყოველსა ჴორცსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგების ღრუბელთაგან წმიდათა მისთა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |