მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ზაქარია წინასწარმეტყველი |
თავი 3 |
1და მიჩუენა მე უფალმან იისუ, მღდელი დიდი, მდგომარე წინაშე პირსა ანგელოზისა უფლისასა და ეშმაკი უდგა მარჯუენით მას წინააღგომად მისსა. 2და თქუა უფალმან ეშმაკისა მიმართ: შეგრისხენინ უფალმან შენ შორის, ეშმაკო, და შეგრისხენინ უფალმან შენ შორის გამომრჩეველმან იერუსალჱმსა! არა აჰა, ესე, ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან. 3და იისუ იყო შემოსილ სამოსლითა მწიკულიანითა, დადგა წინაშე პირსა ანგელოზისასა 4და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მიმართ წინაშე პირსა მისსა მეტყუელმან: მოსძარცუენით სამოსელნი მწიკულევანნი მისგან; და თქუა მისდა მიმართ: აჰა, აღვიხუენ შენგან უსჯულოებანი შენნი და შეჰმოსეთ მას პოდირი 5და დაადგით კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და გარემოასხნეს მას სამოსელნი და დაადგეს კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და ანგელოზი უფლისაჲ დგა. 6და წამებდა ანგელოზი უფლისაჲ იისუას მიმართ მეტყუელი: 7ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ გზათა შორის ჩემთა ხჳდოდი და ბრძანებათა შორის ჩემთა სცვიდე და შენ განსაჯო სახლი ჩემი და უკუეთუ დაიცვა ეზოჲ ჩემი და მოგცნე შენ მოქცეულნი საშუალ მდგომარეთა ამათ. 8ისმინე უკუე იისუ, მღდელო დიდო! შენ და მახლობელთა შენთა მსხდომარეთა წინაშე პირსა შენსა. მით, რამეთუ კაცნი ნიშთმჭურეტელნი არიან, ამისთჳს, აჰა, მე მოვიყუანო მონაჲ ჩემი აღმოსავალით. 9მით, რამეთუ ქვაჲ, რომელიც მივეც წინაშე პირსა იისუჲსსა, ქვასა ერთსა ზედა შჳდნი თუალნი არიან. აჰა, მე აღმოვთხარო ჴნაცჳ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვიძიო ყოველი უსამართლოებაჲ ქუეყანისაჲ მის ერთსა შინა დღესა. 10მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლის მპყრობელი, - მოუწოდოს თითოეულმან მოყუასსა თჳსსა ქუეშე კერძო ვენაჴისა და ქუეშე კერძო ლეღჳსა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |