მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი 8

1და იქმნა სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, მეტყუელი:

2ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე სიონსა და იერუსალიმსა შური დიდი და გულისწყრომასა დიდსა ვეშურვე მას.

3ამათ იტყჳს უფალი: მოვიქცე სიონსა ზედა და დავემკჳდრო შორის იერუსალჱმსა და ეწოდოს იერუსალიმსა ქალაქი ჭეშმარიტი და მთასა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისასა, მთაჲ წმიდაჲ.

4ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე სხდენღა მოხუცებულნი და მოხუცებულთანი უბანთა შორის იერუსალჱმისათა: თჳთეული კუერთხისა თჳსისა მქონებელი ჴელსა მისსა სიმრავლისაგან დღეთაჲსა.

5და უბანნი ქალაქისანი აღივსნენ ყრმებითა და ქალებითა მომღერლებითა უბანთა შორის მისთა.

6ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ უძალოობდეს წინაშე ყოველთა ნეშტთა ამის ერისათა მათ დღეთა შინა, ნუ წინაშეცა ჩემსა უძალოობდეს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

7ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: აჰა, მე აღმოუწოდო ერსა ჩემსა ქუეყანისაგან აღმოსავალთასა და ქუეყანისაგან დასავალთაჲსა.

8და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუალჱმსა და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და სიმართლისა მიერ.

9ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: განძლიერდინ ჴელნი თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა. სიტყუათა ამათ პირისაგან წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისაჲ, ყოვლისა მპყრობელისაჲ, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს.

10მით, რამეთუ უწინარეს მათ დღეთასა მიზდი კაცთაჲ არ იყოს მოსასყიდელად და მიზდი საცხოვართაჲ არა არს და გამომავალისა და შემავალისა არა იყოს მშჳდობა ჭირისაგან და განვავლენ ყოველთა კაცთა, თითოეულსა მოყუსისა მიმართ თჳსისა.

11და აწ არა დღეთაებრ წინაპართა უყოფ მე ნეშტთა ამის ერისათა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, -

12არამედ ოდეს უჩუენო მშჳდობა, ვენაჴმან მოსცეს ნაყოფი მისი, და ქუეყანამ მოსცეს ნაშრომნი თჳსნი, და ცამან მოსცეს ცუარი მისი და დაუმკჳდრე დაშთომილთა ერისა ჩემისათა ესე ყოველნი.

13და იყოს: ვითარსახედ იყვენით წყევასა შინა წარმართთა შორის სახლი იუდაჲსი და სახლი ისრაჱლისაჲ, ეგრეთ განგარინნე თქუენ და იყუნეთ კურთხევასა შინა; მინდობით იყვენით და განძლიერდით ჴელითა მიერ თქუენთა!

14მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვითარსახედ ვიგულე განბოროტება თქუენი, განრისხებასა შინა ჩემსა მამათა მიერ თქუენთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

15და არ შევინანე, ეგრეთ განმიწესებიეს და გულადმიღიეს ამათ დღეთა შინა კეთილისყოფაჲ იერუსალჱმისაჲ და სახლისა იუდაჲსი: კადნიერ იყვენით!

16ესე არიან სიტყვანი, რომელნი ჰყვნეთ: იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და საშჯელი მშჳდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა.

17და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თჳსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი ცრუჲ ნუ გიყუარსყე; მით, რამეთუ ესე ყოველნი მოვიძულენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

18და იყო სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, ჩემდამო მეტყუელი.

19ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვაჲ მეოთხე, და მარხვაჲ მეხუთე, და მარხვაჲ მეშჳდე, და მარხვაჲ მეათე - იყვნენ სახლსა იუდაჲსსა სიხარულად და შუებად, და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშჳდობა შეიყუარეთ.

20ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკჳდრნი ქალაქთა მრავალთა

21და თან შემოვიდენ დამკჳდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მივიდეთ ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და მივიდე მეცა

22და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალჱმს შინა ლხინებად-ყოფად პირი უფლისაჲ.

23ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათაჲსა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გუესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს.


წინა თავი შემდეგი თავი