მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი 9

1ნეშტი სიტყჳსა უფლისაჲ ქუეყანასა შინა სედრაქს და დამასკისა მსხუერპლი მას მით, რამეთუ უფალი ზედა ხედავს კაცთა და ყოველთა ტომთა ისრაჱლისათა

2და ემათ, საზღუართა შორის მისთა, ტჳროსი და სიდონი, მით, რამეთუ იზრახეს ფრიად.

3და აღაშენნა ტჳროსმან სიმაგრენი მისნი და დაიუნჯა ვეცხლი, ვითარცა მიწა და ოქროჲ, ვითარცა თიჴა გზისა.

4ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: დაიმკჳდრნეს იგინი და დაჴადოს ზღუად ძალი მისი და იგი ცეცხლისა მიერ განილიოს.

5იხილოს ასკალონმან და შეეშინოს და ღაზამა შეელმეს ფრიად და აკკარონმან, რამეთუ ჰრცხუენა ქმნილსა ზედა მისსა და წარწყმდეს მეფე ღაზით დ ასკალონი არდამკჳდრებულ იქმნნეს.

6და დაემკჳდრნენ სხუაჲ ნათესავნი აზოტეს შინა და დავამჴუა გინება უცხოტომთა.

7და აღვიღო სისხლი მათი პირისაგან მათისა და საძაგელებანი მათნი საშუალისაგან კბილთა მათთასა, ხოლო დაუშთენ ესენიცა ღმერთსა ჩუენსა და იყვნენ, ვითარცა ათასისთავი იუდაჲს შორის, აკკარონი, ვითარცა იებუსელი.

8და მოუგუარო სახლსა ჩემსა აღმართებაჲ, არა სიარულად, არცა კუალადქცევა, და არა მივიდეს მათ ზედა არღა მერმე მდევნელი; მით, რამეთუ აწ ვიხილე თვალთა მიერ ჩემთა.

9იხარებდ ფრიად, ასულო სიონისაო, ქადაგებდ, ასული იერუსალჱმისაჲ. აჰა, მეუფე შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, თავადი მშჳდი, და მჯდომარე კარაულსა ზედა, და კიცუსა ახალსა.

10და მოსრას ეტლები ეფრემისაგან და ცხენები იერუსალჱმისაგან და მოისპოს მშჳლდი საბრძოლელი და სიმრავლე და მშჳდობა წარმართთაგან. და ემთავროს წყალთა ვიდრე ზღუადმდე და მდინარეთა მომვლელთა ქუეყანისათა.

11და შენ სისხლითა აღთქმისა შენისათა განავლინენ კრულნი შენნი მღჳმისაგან არმქონებელისა წყალსა.

12და დაისხნენ სიმაგრესა შინა კრულნი შესაკრებელისანი და ნაცვლად ერთისა დღისა მსხემობისა შენისა უკუნსცნენ მრჩობლნი

13მით, რამეთუ მოგირთხენ თავისა ჩემისა მშჳლდად იუდა, გარდაუცუ, ეფრემ, და აღვადგენ შვილთა შენთა, სიონ, შვილთა ზედა ელლენთასა და გამოგიძევ შენ, ვითარცა მახჳლსა მბრძოლისასა,

14და იყოს უფალი მათ ზედა. და გამოვიდეს, ვითარცა ელვა, ისარი, და უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, ნესტჳსა მიერ დანესტოს და ვიდოდის ძრვისა მიერ ქადებაჲ მისი.

15უფალი, ყოვლისა მპყრობელი, შეეწევის ამათ, და განჰლევენ მათ და შთაჰფლვენ მათ ქვათა მიერ შურდულისათა და შესუმენ სისხლსა მათსა, ვითარცა ღჳნოსა, და აღავსებენ ფიალთა, ვითარცა საკურთხეველსა.

16და აცხოვნეს იგინი უფალმან ღმერთმან დღესა შინა, ვითარცა ცხოვარნი, ერი მისი მით, რამეთუ ქვანი წმიდანი გორვენ ქვეყანასა ზედა მისსა,

17რამეთუ, რაჲცა სახიერ მისსა, და რაჲცა კეთილ მისსა იფქლი ჭაბუკიდთა და ღჳნოჲ მსულნელობი ქალწულთა.


წინა თავი შემდეგი თავი