მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - ათი მცნების განმარტება

ათი მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი

შესავალი

აი, მცნებები, რომლებიც ღმერთმა მისცა ხალხს თავისი რჩეულისა და წინასწარმეტყველის, მოსეს, მეშვეობით სინას მთაზე:

1. „მე ვარ უფალი, ღმერთი შენი... არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა“

2. „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა და რაოდენი – რაი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანასა“

3. „არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა- ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა“

4. „ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი. ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა“

5. „პატივ- ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას კეთილსა, რომელი- იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ“

6.“არა კაც- კლა“

7.“არა იმრუშო“

8. „არა იპარო“

9. „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა“

10. „არა გული- გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი- რაჲ არს მოყუსისა შენისა“

(გამოსვლ: 20: 2-17)


ჭეშმარიტად, მოკლეა ეს კანონი, თუმცა ეს მცნებები მრავლისმეტყველია მათთვის, ვისაც აზროვნება შეუძლია და ვინც სულის ცხონებას ეძებს.

ის, ვინც გულით არ ჩასწვდება ღვთის ამ მთავარ კანონს, ვერ შეძლებს მიიღოს ქრისტე და მისი სწავლება. ვინც არ ისწავლის ცურვას ნაკლები სიღრმის წყალში, ის ვერ იცურავებს სიღრმეში, რადგან დაიხრჩობა; ვინც ჯერ სიარულს არ ისწავლის, ის ვერ ირბენს, რადგან დაეცემა და დაიმტვრევა; ვინც ჯერ ათამდე თვლას არ ისწავლის, ვერასოდეს დაითვლის ათასამდე; ვინც ჯერ დამარცვლით კითხვას არ ისწავლის, ვერასოდეს შეძლებს სწრაფად კითხვას და მჭევრმეტყველებით საუბარს და ვინც ჯერ არ ჩაასხამს სახლის საძირკველს, ამაოდ ეცდება დაადგას სახურავი.

გავიმეორებ: ვინც არ იცავს მოსეს ხელით მოცემულ ღვთის რჯულს, ამაოდ აკაკუნებს ქრისტეს სამეფოს კარზე.

ხოლო თუ რას გვაუწყებს ღვთის პირველი კანონები და რას ნიშნავს უფლის კანონები, მაშინ შევიტყობთ, თუ უფრო ახლოს განვიხილავთ მათ და უფრო მეტს ვიფიქრებთ მათ შესახებ.


შემდეგი თავი