ადამიანები იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ იცხოვრონ მხოლოდ აქ, დედამიწაზე, ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრებიან, არამედ იმისათვის, რომ იცხოვრონ ღმერთთან და ღმერთში, და იცხოვრონ არა ასი ან ათასი წელი, არამედ - საუკონოდ , ღმერთთან ცხოვრება კი შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიანებს ანუ იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტესი. ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნატრობს და ეძებს კეთილდღეობასა და ბედნიერებას. საკუთარი თავისათვის სიკეთის სურვილი, კეთილდღეობის ან ნეტარების ძებნა არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი და არ წარმოადგენს ცოდვას ან მანკიერებას.