მთავარი გვერდი - ლოცვანი |
3. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თვისისა1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა. 2. მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა. 3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა. 4. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით. 5. მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. 6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. 7. აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. 8. უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი. დიდებაი. |