მთავარი გვერდი - ლოცვანი |
9. დასასრულსა, საიდუმლოთათვის ძისათა, ფსალმუნი დავითისი1. აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი. 2. ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო. 3. რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა. 4. რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. 5. შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 6. მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით; 7. და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი. 8. და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 9. ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. 10. და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. 11. უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 12. რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი. 13. მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა. 14. რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. 15. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი. 16. განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი. 17. მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი. 18. რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად. 19. აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე. 20. დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან. 21. რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა? 22. ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ. 23. რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ. 24. განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა. 25. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ. 26. რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა. 27. წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი. 28. დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ; 29. მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა; 30. მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა. 31. რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად. 32. აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. 33. რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს. 34. ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე. 35. შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს. 36. უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით. 37. ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი. 38. განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა. |