მთავარი გვერდი - ლოცვანი |
13. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი. 2. უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 3. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე. 4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს. 5. მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. 6. ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს. 7. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? 8. რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი. დიდებაი. |