მთავარი გვერდი - ლოცვანი |
15. ძეგლის წერაი დავითისი1. მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ. 2. ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს. 3. წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის. 4. განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა. 5. უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა. 6. საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა. 7. ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა. 8. წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა. 9. ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. 10. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა. 11. მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად. |