მთავარი გვერდი - ლოცვანი |
18. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი1. ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი. 2. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. 3. არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი. 4. ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი; 5. და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა. 6. ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა. 7. შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ჰყვნიან ყრმანი. 8. სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. 9. შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. 10. გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა. 11. და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ. 12. შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე. 13. და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა. 14. და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო. |