მთავარი გვერდი - ლოცვანი |
23. ფსალმუნი დავითისი, ერთშაბათთაი1. უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. 2. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი. 3. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? 4. უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა. 5. ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. 6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა. 7. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. 8. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. 9. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. 10. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი. დიდებაი. |