მთავარი გვერდი - ლოცვანი |
28. ფსალმუნი დავითისი, გამოსლვისათვის კარვისა1. შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. 2. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა. 3. ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. 4. ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შუენიერებით. 5. ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. 6. და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი. 7. ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი. 8. ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი. 9. ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი. 10. უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე. 11. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. |