მთავარი გვერდი - ლოცვანი |
29. ფსალმუნი, გალობა განახლებისა სახლისა დავითისი1. აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა. 2. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვჰყავ შენდამი და განვიკურნო. 3. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიხსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 4. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა. 5. რამეთუ რისხვაი არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაი არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან. 6. ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე. 7. უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი. 8. მე შენდამი, უფალო, ხმა-ვჰყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო. 9. რაი-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაი შენი? 10. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა. 11. მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი ჩემი და გარე-შემარტყ მე სიხარული, 12. რაითა გიგალობდეს შენ დიდებაი ჩემი და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. დიდებაი. |