მთავარი გვერდი - ლოცვანი |
36. ფსალმუნი დავითისი1. ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 2. რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაი ადრე დამოცვივენ. 3. ესევდ უფალსა და ჰყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა. 4. იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი. 5. განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ მას და მან ჰყოს; 6. და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაი შენი - ვითარცა დღე შუაი. 7. დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა. 8. დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულის წყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი. 9. რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი. 10. და წუთღა, და არა იყოს უღმრთოი და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო; 11. ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა. 12. უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი; 13. ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაისწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი. 14. მახვილი იხადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშვილდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა. 15. მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ. 16. შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა. 17. რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან. 18. იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკვიდრობაი მათი უკუნისამდე ეგოს; 19. არა სირცხვილეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ. რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, 20. ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ. 21. ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის. 22. რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ. 23. უფლისა მიერ წარემართების სლვაი კაცისაი, და გზაი მისი ენებოს ფრიად. 24. რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა. 25. ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. 26. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს. 27. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი და დაემკვიდრე უკუნითი უკუნისამდე. 28. რამეთუ უფალსა უყუარს მსჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისმდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას. 29. ხოლო მართალთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და დაემკვიდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა. 30. პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა. 31. შჯული ღმრთისა მისისაი არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი. 32. ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებენ მას, რაითამცა მოკლა იგი; 33. ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას. 34. დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი მისი, და აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქუეყანისა, და მოსრვაი ცოდვილთაი იხილო. 35. ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა. 36. და თანა-წარვხედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი. 37. დაიცევ უმანკოებაი და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშვიდებელისაი. 38. ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღრმთოთაი წარწყმდეს. 39. ხოლო ცხორებაი მართალთაი უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა. 40. და შეეწიოს მათ უფალი და იხსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაი. |