მთავარი გვერდი - ლოცვანი |
37. ფსალმუნი დავითისი, მოსახსენებელად შაბათისა1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი. 3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა; 4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. 5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; 6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; 7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა. 8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა. 9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა. 10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. 11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს. 12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს. 13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი; 14. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი. 15. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო. 16. რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს. 17. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის. 18. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის. 19. აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ; 20. და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა. 21. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. 22. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო. |