მთავარი გვერდი - ლოცვანი |
42. ფსალმუნი დავითისი, ზედა-წარუწერელი ებრაელთა შორის1. მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაი ჩემი თესლისაგან არაწმიდისა კაცისა ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე. 2. რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაითა? 3. გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაი შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. 4. და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო! 5. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდებაი. |