მთავარი გვერდი - ლოცვანი |
43. დასასრულსა, ძეთა კორესთაი, გულისხმის-ყოფისათვის1. ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა. 2. ხელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი. 3. რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანაი და არცა მკლავმან მათმან იხსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი. 4. შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაი იაკობისი. 5. შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. 6. რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე. 7. რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხვინე. 8. ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე. 9. ხოლო აწ განმიშორენ და მარცხვინენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა. 10. მართლუკუნ მაქციენ ჩუენ უფროის მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ. 11. მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ. 12. მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყო სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაი. 13. მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა. 14. მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის. 15. მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. 16. ხმისაგან მაყუედრებელისა და ძვირის-მეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა. 17. ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; 18. და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა. 19. რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან. 20. უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისაი და გან-თუ-ვიპყრენით ხელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოისა. 21. არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოი გულისაი. 22. რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. 23. განიღვიძე, რად გძინავს, უფალო? აღსდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად. 24. რად გარე-მიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა? 25. რამეთუ დამდაბლდა მიწადმდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი. 26. აღსდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიხსნენ ჩუენ სახელისა შენისათვის. |