მთავარი გვერდი - ლოცვანი |
52. დასასრულსა, მაელეთისთვის გულისხმის-ყოფისათვის ფსალმუნი1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი. 2. ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 3. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე. 4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა ხადეს. 5. მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყვნა იგინი. 6. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი. |