მთავარი გვერდი - ლოცვანი |
59. დასასრულსა, ცვალებულთათვის; მერმეცა ძეგლის წერაი დავითისი სამოძღურებელად, რაჟამს იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისაი და ასურეთი სობაკაი და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ხევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი1. ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამხუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ. 2. შეარყიე ქუეყანაი და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაი მისი, რამეთუ შეიძრა. 3. უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღვინოი ლმობიერებისაი. 4. მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშვილდისა. 5. რაითა იხსნნე საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 6. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო. 7. ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეფე ჩემი. 8. მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი; იდუმიადმდე წარვიმართო სლვაი ჩემი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს. 9. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა. ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე. 10. არა თუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 11. მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაი კაცისაი. 12. ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ჰყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი. |