მთავარი გვერდი - ლოცვანი |
60. დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი1. შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ჩემსა ლოცვასა. 2. კიდითგან ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე. 3. და იყავ ჩემდა სასო; გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა. 4. დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა. 5. რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა შენისათა. 6. დღითი-დღე შესძინნე მეფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად. 7. დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი, ვინ გამოიძიოს იგი. 8. ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდებაი. |