მთავარი გვერდი - ლოცვანი |
64. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობა იერემიასი და ეზეკიელისი ერისა მის მსხემობისაი1. შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს. 2. შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს. 3. სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. 4. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს ტაძარი შენი. 5. საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. 6. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა. 7. რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი. 8. და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი. 9. მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი. 10. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. 11. აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. 12. განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. 13. შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი, ღაღადებდენ და გალობდენ. |