მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ერისკაცის მიერ წასაკითხი სულის ამოსვლის კანონითუ სულთმობრძავთან ვერ ხერხდება მღვდელმსახურის მიყვანა, ერისკაცს (როგორც მამაკაცს, ასევე - ქალს) შეუძლია ამ ლოცვის წაკითხვა მისთვის: სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ამინ. უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ. დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა;საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-ჯერ და მცირე მეტანია 3-ჯერ). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისათვის შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრაცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა (მეტანია).
69-ე ფსალმუნიღმერთო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
142-ე ფსალმუნიუფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთით ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩენმი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნაბაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ. 50-ე ფსალმუნიმიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1
ძლისპირი: უკულეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან და ძლევისა გალობასა ღმერთსა უგალობდა. მოვედით და შემოკერბით აწ ყოველნი, მყოფნი სოფელსა შინა, და ჰგოდებდით თქუენ სულსა ჩემსა უცხო-ქმნილსა ღმრთისაგან, რომელმან ვჰმონე მოსწრაფებით ეშმაკთა ბილწთა. ცხორებისა ჩემისა ამის აწ ჟამნი განჰქარდეს, ვითარცა რა კუამლი და წარჰხდეს და ანგელოზნი ღმრთისამიერნი ეძიებენ სულსა ჩემსა უწყალოდ წარმყუანებელნი. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. აჰა ესერა მოიწივნეს უკეთურთა ეშმაკთა სიმრავლენი, და უპყრიეს მათ ჩემთა ცოდვათა წერილნი და ჰჴმობენ ფრიად, და ეძიებენ ურცხჳნოდ გლახაკსა სულსა ჩემსა. აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ვისსა მიმართ ღაღად-ვყო საწყალობელმან ანუ ვინმე ისმინოს ტირილით სულთქუმაჲ ჩემი, არამედ შენ, წმიდამან ქალწულმან, სასომან ქრისტიანეთამან და ყოველთა ჩემებრ საწყალობელთამან.
გალობა 3ძლისპირი: არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტეანეთაჲ. დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. ჵ მეგობარნო ჩემნო საყუარელნო, რაჲსათჳს არა იგლოვთ აწ ჩემზედა, და რასა არა ჰგოდებთ? ესერა უცხო-ვიქმნები ღმრთისაგან და თქუენთანა ცხორებისაგან. საყუარელნო ძმანო ჩემნო, იხილენით საქმენი ჩემნი, რომელთა ჰსწონენ სასწორითა ეშმაკნი და ევედრენით ღმერთსა, რაჲთა მიჴსნას და მოწყალე მექმნას მე. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. მოიჴსენეთ სიყუარული ჩემი, ჵ საყუარელნო ძმანო, და ევედრენით ქრისტესა, რაჲთა შემიწყალოს მე, რომელი-ესე წარვალ საწყალობელად, სოფლისა ამის ტანჯვად. აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მოჰყავ ჩემდა ყური შენი, ჵ დედაო ღმრთისაო, და ისმინე სულთქუმაჲ ჩუენი ჟამსა ამას ჭირისასა, აღმიპყარ ჴელი შენი და მიჴსენ შეძრწუნებული ესე მწარედ.
გალობა 4ძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკლესიაჲ და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა. ვაიმე ცოდვილსა ამას, ვაიმე უბადრუკსა და საწყალობელსა, რამეთუ ჴელთა განვმარტებ და ცრემლით ვხადი მეგობართა ჩემთა შეწევნად და ვერარას შემძლებელ არიან. ზარტეხილ-ვიქმენ ფრიად სიკუდილისა ჟამსა, ვჰხედავ ანგელოზთა ნათლისათა, ვედრებით ვღაღადებ მცირედ ჟამს სოფელსა ცხორებად და არა ისმენენ ჩემსა. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჰგოდებდით აწ ჩემთჳს და იგლოვდით სიმრავლე ანგელოზთა და კაცთა და ყოველნი ღმრთის მოყუარენი ერნი, რამეთუ უწყალოდ სული ჴორცთაგან განმეშორების. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აწ შემეწიე მე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, სულსა უსასოქმნილსა და შენისა მოწყალებისა ხოლო მხედვარსა, რაჲთა არა მსწრაფლ ბოროტთა ეშმაკთა წარმიტაცონ.
გალობა 5
ძლისპირი: ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ, რაჲთა გიცნან შენ ღმერთი მხოლოჲ, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან. ნათელი მოჰფინე ჩემ ზედა, რაჲთა მცირედ ჟამ ვიხილო ბრწყინვალებაჲ, და ესე არღარა შევისმინო, რამეთუ სიმრავლემან ეშმაკთამან ჴელთ-იდვა, და ბოროტთა საქმეთა ჩემთა ბნელმან დამფარა მე. სცხონდით და მშჳდობით იყვენით, საყუარელნო მეგობარნო, რად უწყალოდ გამოჩნდით ჩემ ზედა, რამეთუ მა-თუმცა-გეყოთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ ერთობით, ჴსნილმცა ვიყავ ბნელისა მისგან. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. დიდებულ იყავ მთავარო ანგელოზთაო მიქაელ, რამეთუ არღარა ვჰჴადოდე სახელსა შენსა შემწედ ჩემდა, რამეთუ დადუმნეს ბაგენი ჩემნი და თუალთა ჩემთა ნათელი თჳსი მოაკლდა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შენცა, უხრწნელო დედოფალო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო, იდიდებოდე გამოუთქუმელად, ხოლო მე არღარა ძალმიძს ხილვად ხატი შენი, რამეთუ დამფარა ბნელმან, და დაშრტა ნათელი ჩემი.
გალობა 6ძლისპირი: სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა, საშინელად დამნთქავს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელად და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიჴსენ მე, მრავალმოწყალე. მოჰყავთ აწ ყური თქუენი, ძმანო ჩემნო, ჩემდამო და გულსმოდგინედ ისმინეთ საწყალობელი ჴმაჲ სიტყუათა ჩემთაჲ, და ევედრენით ღმერთსა, ჵ მე, საწყალობელისა მეგობრისათჳს. აჰა აწ განიყოფჳს სალმობით ცხორებაჲ ჩემი და სული ჩემი გუამისაგან ჩემისა. ნუ დამფლავთ ქუეყანასა შინა, რაჲთა არა ღირს-ვარ, არამედ განაგდეთ იგი გარე, რაჲთა შესჭამონ იგი ძაღლთა. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. რაჲსარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ სული ჩემი ჯოჯოხეთს იტანჯებოდეს და გუამი პატივით თქუენგან შეიმურვოდეს. აცადეთ იგი, რაჲთა ძაღლთა და მფრინველთა განბძარონ უწყალოებით. აწ და მარადის ად უკუნითი უკუნისამდე. ამინ. თქუენ თანაწარმავალნო, იხილნეთ რაჲ ჴორცნი ჩემნი ძაღლთა მიერ შეჭმულნი, ლმობიერ იქმნენით და ჴმა-ჰყავთ: დედოფალო, შემწე-ეყავნ სულსა გუამისა ამისსა წინაშე ძისა შენისა.
გალობა 7
ძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაჲ და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო. აჰა ესერა ხილვით განაშორეს და განიყუანეს სული ჩემი გუამით და მიიყუანენ მსაჯულისა საშინელისა და შესაძრწუნებელისა, მოიჴსენეთ სიყუარული ჩემი და ჰგოდებდით ჩემთჳს. შემიწყალეთ მე, ანგელოზნო წმიდანო ღმრთისა მაღლისანო, და მიჴსენით ჰაერის-მცველთაგან უწყალოთა, რომელი-ესე არა მაქუს კეთილი საქმე, რომელი შეედვა ერთ-კერძო სასწორსა საქმეთა ჩემთასა. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ოდეს წარმოსდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ანგელოზნო, მოიდრიკენით მუჴლნი და მითხოვეთ მისგან შენდობაჲ, რაჲთა მიჴსნეს ქუესკნელისაგან, და არა სრულიად დამივიწყოს ქმნილნი ჴელთა მისთაჲ. აწ და მარადის ადა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შეუვრდით, წმიდანო ანგელოზნო, დედასა ნათლისასა და ითხოვეთ, რაჲთა ევედროს ლმობიერად ჩუენთჳს ძესა თჳსსა, მოწყალეყოფად ჩემ ზედა უსასოქმნილსა და კუალად შემიწყალოს მე ტკბილმან უფალმან.
გალობა 8
ძლისპირი: საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა აცურევდი და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაჲ შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე. მიგლოვდით მეკიდენი ქუეყანისანი და ჩემ ზედა აწ საწყალობელად ჰსცრემლოოდეთ, რამეთუ მოვიდა მაღლით სასტიკი განჩინებაჲ, რაჲთა შემკრან ჴელით და ფერჴით და განმაგდონ ბნელსა. უღონო ყოველთაგან, ვღაღადებ შენდამი საწუთოსა შინა მცველო ჩემო ანგელოზო, იხილე მწარე და საუკუნოჲ დასჯაჲ ჩემი და ნუ დასცხრები ოხად ჩემთჳს წინაშე უფლისა. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ვინაითგან ვიქმენ მე მიცემულ ეშმაკისა ჴელთა და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთაგდებად, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ ყოველთა დამივიწყონ სრულიად, შენ მომიჴსენე, ჵ ანგელოზო ქრისტეს ღმრთისაო. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჵ დედაო ღმრთისაო, რაჲსათჳს დამივიწყებ მე, რაჲსათჳს არა მოსდრიკე წყალობად ძე შენი, რომელმან დასთხია სისხლი უხრწნელი ჩუენთჳს? ვაიმე, ვითარმედ ცოდვილი ესე განვვარდი მისგან.
გალობა 9ძლისპირი: ღმრთისა ხილვაჲ შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაჲ ჴორციელქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ. არღარაოდეს ჴმა-ვჰყო მე ღმრთისა მიმართ ვედრებით, არცა ჯოჯოხეთს შინა მოვიჴსენო მე ღმერთი, გარნა ბნელსა შინა დაფლული მოველოდე აღდგომასა მკუდართასა, რაჲთა განვისაჯო და ცეცხლსა მივეცე უკუნითი უკუნისამდე ტანჯვად. ღმერთმან სრულიად დამივიწყოს და არღარა მომიხსენონ - არცა სიმრავლემან ანგელოზთამან, არცა მწყობრმან წმიდათა მოციქულთა, მარტჳლთა და მართალთამან, არამედ მე მხოლომან მოვისთულო საქმეთა ჩემთა ნაყოფი მართალი. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. მიგლოვდით მე და მგოდებდით, ქუესკნელი, ჯოჯოხეთი, უფსკრული, მატლი და ტარტაროზი ბოროტთა ყოველთა სატანჯველთა სასტიკებანი, რამეთუ მე მხოლოჲ ვარ შორის ქრისტეანეთა, მიცემული ტანჯვათა სასტიკთა უწყალოდ. აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ღმრთისა დედაო, მოხედენ უფსკრულსა მას წყუდიადისასა და იხილენ სულნი მას შინა ტანჯულნი და ლმობიერად ევედრე ძესა შენსა, მოწყალეყოფად მათთჳს, რომელთათჳს დასთხია სისხლი თჳსი წმიდაჲ, რაჲთა იჴსნნეს იგინი მტერისაგან.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ). უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ. |