მთავარი გვერდი - ლოცვანი |
67. დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისაი1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. 5. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელ-იგი მამა არს ობოლთაი და მსაჯული ქურივთაი; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. 6. ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა. 7. ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ. 8. ქუეყანაი შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა. 9. წვიმაი ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. 10. და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. 11. უფალმან სცეს სიტყუაი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. 12. მეუფე ძალთაი საყუარელისაი, შუენიერებითა სახლისაითა განყოფად ნატყუენავისა. 13. უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა ოქროისაითა. 14. რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს. 15. მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი და მთაი პოხილი. 16. რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაი ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად. 17. ეტლნი ღმრთისანი ბევრ-წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. 18. აღჰხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყუნენ. 19. უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. 20. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი. 21. ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი თხემით თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა. 22. თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა. 23. რაითა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ. 24. გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა. 25. იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. 26. ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა. 27. მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა; მთავარნი იუდაისნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. 28. ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის. 29. ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შესწირონ მეფეთა ძღუენი. 30. შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა; განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი. 31. მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა. 32. მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. 33. რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი, ხმაი ძლიერებისაი. 34. მიეცით დიდებაი ღმერთსა, ისრაელსა ზედა დიდ შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა. 35. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა, კურთხეულ არს ღმერთი. დიდებაი. |